LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მუქარის შემცველი წერილი გიორგი გახარიასგან მიიღო

145
244412569

თანამდებობის დატოვება ჩემი გადაწყვეტილება იყო, გადავდექი, რადგან ბანკი მთლიანად არ ჩამოქცეულიყო, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მან მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, გახარია მას რაღაცის შესრულებას სთხოვდა, თუმცა ის ამ წერილის გასაჯაროებას არ გეგმავს.

“წერილი იყო მოწერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან.  მე მინდა, რომ არ აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს იყო მუქარის შემცველი წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები