LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე: ვნახე სააკაშვილის გავრცელებული ვიდეო, თუ ასეა, ეს იმის დადასტურებაა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არც შსს და არც უსაფრთხოების სამსახური

69
mamuka xazaradze მამუკა ხაზარაძე

„ვნახე სააკაშვილის გავრცელებული ვიდეო. თუ ეს ასეა, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არანაირი სტრუქტურები, არც საზღვარი, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც უსაფრთხოების სამსახური,“ – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, მან დადასტურებულად არ იცის, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არის თუ არა.

„ვნახე გავრცელებული ვიდეო. თუ ეს ასეა, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არანაირი სტრუქტურები, არც საზღვარი, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უსმენს სამღვდელოებას, თქვენ და მშვიდობიან მოქალაქეებს. თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილზე: არ მაქვს ინფორმაცია, თუ შემოსულია, „ოცნება“ ჩამოშლილია

კითხვაზე, რა გავლენას მოახდენს სააკაშვილის ჩამოსვლა პოლიტიკურ პროცესებზე, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილის ამ მომენტში ჩამოსვლა „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმა იქნება.

„მიუხედავად ამისა ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი არის ბრძენი და ხვალ ხმას მისცემს ცვლილებებს და ალტერნატივას, ალტერნატივა ვართ ჩვენ, „ლელო“ , – აღნიშნა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ უკვე საქართველოშია, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს

სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს: აი ეს არის ჩემი ბათუმი, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები