LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე: შემოთავაზება გვქონდა ბიძინა ივანიშვილისგან, იქნებ დავამთავროთო – ან ვალში უნდა იყო მასთან, ან უნდა იყო „გაშავებული“ მის სიაში

125
მამუკა ხაზარაძე

„შემოთავაზებაც გვქონდა ბიძინა ივანიშვილისგან, მგონი შარშან, რომ იქნებ დავამთავროთო, რადგან მას უნდა, რომ ყველა მასთან იყოს ვალში. ან ვალში უნდა იყო მასთან, ან უნდა იყო „გაშავებული“ მის სიაში, რომ ყოველთვის კომპრომატი ჰქონდეს მას შენზე“, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა და თქვა, რომ ივანიშვილმა ამის გაკეთება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახერხა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ივანიშვილმა ეს სუს-ის, მოსყიდვის მეშვეობით, კრედიტების საშუალებით შეძლო და ეს რეალობაა.

ხაზარაძე: ივანიშვილმა ერთხელ მითხრა, მე რუსეთში ვიყავი და შენ როგორ მოახერხე ამ არეულ ქვეყანაში ასეთი სისტემების შექმნაო

„თუ სიმართლეს არ ვიტყვით, ვიქნებით ამ ჭაობში და მე არ მინდა ამ ჭაობში ყოფნა. ჭაობის გაწმენდა იწყება ანკარა წყაროთი და ანკარა წყარო არის სიმართლის თქმა, რაც არ უნდა მწარე იყოს ეს სიმართლე. თუ არ ვიტყვით ამ სიმართლეს, ვიქნებით ასე დაჩაჩანაკებული.

„ქართულ ოცნებაში“ ჯერ კიდევ საკმაოდ არის ადამიანების ის რაოდენობა, ვისაც აქვს სინდისი, ნამუსი და აინტერესებს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. არის რაღაც პატარა ჯგუფი, რომელიც ემსახურება ბიძინა ივანიშვილს და არის დიდი სისტემა, რომელიც გადმოიბარა მან წინა ხელისუფლებისგან. სწორედ ამ ადამიანებს ახორციელებინებს მართლმსაჯულებას ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც „ლელოს“ ლიდერმა ჟურნალისტებს უთხრა, რეალურად ეს არ არის „ფულის გათეთრების“ თემა და აღნიშნულ საქმეს თან პოლიტიკური მიზნები ახლავს.

„მგონი, მედია ამას ბოლო 3 წლის განმავლობაში თვალყურს ადევნებდა და მადლობა ამისთვის მედიის წარმომადგენლებს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებსა და მოქალაქეებს, ვინც გვეხმიანება და ამ ქვეყანაში სამართალი, სახელმწიფო და ხვალინდელი დღე აინტერესებს.

ჩემს დასკვნით სიტყვაში ვთქვი, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ეს არის დევნა იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში არ განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომელიც ეწინააღმდეგება რუსულ ინტერესებს.

თუ გეოპოლიტიკას გადახედავთ – რაც ხდება ყაზახეთში, ხდებოდა სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, ბუნებრივია, რომ ანაკლიის პროექტი იყო საკმაოდ დიდი პრობლემა ხელისუფლებისთვის. ეს არ არის ეროვნული ხელისუფლება.

ეს ხელისუფლება ემსახურება რუსულ ინტერესებს, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მშვიდობიანად შევცვალოთ ის და ეროვნული ნიშნით სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, მოვიყვანოთ ახალი ხელისუფლება, პროკურორები, მოსამართლეები და შევქმნათ სისტემა, რომელიც იქნება შეუქცევადი და მოემსახურება არა ერთ ადამიანს, როგორც დღეს ხდება – დღეს მთავარი პროკურორი, მოსამართლე, შინაგან საქმეთა მინისტრი და სუს-ის ხელმძღვანელი არის ბიძინა. თუ ვინმეს სხვანაირად ჰგონია, ძალიან ღრმა შეცდომაში არის შეყვანილი.

ყველაზე დიდი საინვესტიციო კომპანია გვქონდა – 200 მილიონი მოზიდული სხვა კომპანიაში, ყველაზე დიდი საექსპორტო კომპანიის, „ბორჯომის“ მფლობელები ვიყავით და ამ დროს დაგვეგეგმა 17 მილიონის გათეთრება? ეს ხომ არის აბსურდი.

აქ საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან და იმასთან, რომ აქ იყოს ეს ოლიგარქიული სისტემა, რუსული მენტალიტეტით ქვეყნის მართვა და ისეთ ჩამორჩენილ მდგომარეობაში ქვეყნის ყოფნა, სადაც მანიპულირება, არჩევნების გაყალბება და ხალხის მოტყუება არის ნორმა“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების – მისი, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესის სხდომა გაიმართა.

ვრცლად ამავე თემაზე:

ხაზარაძე პროკურორს – შენ გგონია 9 წლის მეშინია? ციხეში წასვლის მეშინია?

ხმაური სასამართლოში – მამუკა ხაზარაძე პროცესიდან გააძევეს

“დღეს ივანიშვილის სასამართლომ უნდა გამოიტანოს განაჩენი” – აქცია-პერფორმანსი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესის ფონზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები