LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში დაიბარეს

96
ხაზარაძე

პროკურატურაში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დღეს გამომძიებლის შეკითხვებს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე უპასუხებს.

ხაზარაძე პროკურატურაში 14:00 საათზეა დაბარებული.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

ისმენდნენ ჩემი და სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლების საუბარს – ხატია დეკანოიძემ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

ცნობისთვის, პროკურატურამ უკვე გამოკითხა ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ინწკირველი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელი მიშა მშვილდაძე და ჟურნალისტი ელისო კილაძე. დაიკითხნენ სხვა ჟურნალისტებიც.