LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე ვაკის პარკში მივიდა (ვიდეო)

144
baxtadze

პრემიერ-მინისტრმა ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო. მამუკა ბახტაძემ ამ დღეს კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებული დღე უწოდა, ვაკის პარკში შეკრებილ ვეტერანებს კი ჯანმრთელობა უსურვა.

“ფაშიზმზე გამარჯვების დღე კაცობრიობის ისტორიაში არის განსაკუთრებული დღე. მსურს ყველას მივულოცო დღევანდელი დღე. განსაკუთრებით, მინდა მივულოცო მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს. საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში. ასი ათასობით ქართველი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე და მინდა ქედი მოვიხარო მათი ხსოვნის წინაშე. მსურს ომის ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მივულოცო დღევანდელი დღე და მათ ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო,” – განაცხადა ბახტაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები