LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე ამერიკას მადლობას უხდის

91
baxtadze

ქართულ-ამერიკული პარტნიორობის შედეგები და მიღწევები – პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკის სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა. პრემიერმა აქცენტი აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ და ამერიკამ ქვეყნის აღსადგენად პლატფორმა შექმნეს.

„აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში კოორდინაცია არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი. საქართველო არის აშშ-ის ლოიალური პარტნიორი გლობალურ არენაზე. ჩვენი მეგობრობა გამოსცადა დრომ და ჩვენი კავშირები ბრძოლაში გაძლიერდა. ჩვენ გვერდიგვერდ ვდგავართ აშშ-ისა და ნატო-ს მოკავშირეებთან ავღანეთში, სადაც საქართველო არის უმსხვილესი კონტრიბუტორი ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში”, – გაანცხადა ბახტაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა განაგძოს.

 

„ვაფასებთ აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისადმი და სხვა აშშ-საქართველოს ორმხრივი აქტივობებისადმი, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისა და წინააღმდეგობის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას აქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ოკუპაციისა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების სიტუაციის საპასუხოდ, ჩვენ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ერთგული ვრჩებით. ყოვლისმომცველი მშვიდობიანი პოლიტიკით და აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერით, საქართველო ახორციელებს სამშვიდობო ინიციატივებს, როგორიცაა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრების საქართველოს მოქალაქეებთან შერიგებასა და ჩართულობას ითვალისწინებს. საქართველომ ერთხმად დაადასტურა ძალის გამოუყენებლობისადმი მხარდაჭერა. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები