LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა ქალი დაჭრა, მერე კი თავი მოიკლა – რა მოხდა ბათუმში

80
ნბათუმი

ბათუმში, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცმა ქალი დაჭრა შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა და გარდაიცვალა.

„ფორტუნას“ ინფორმაციით, დაჭრილი ქალი კონტაქტურია. ამჟამად, ის ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მამაკაცი, რომელმაც ქალი დაჭრა და შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა და გარდაიცვალა, სავარაუდოდ, აღნიშნულ პირს იცნობდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ბათუმში, დელფინარიუმის წინ ამ დროისთვის, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 19/108 მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები