LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცი, რომელიც დღეს თბილისში დაჭრეს, დალი ჩიტალაძის შვილია

4836
dali chitaladze

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ, დღეს თბილისში ვახო სუთიძე დაჭრა.

დაზარალებულის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირობითი სასჯელით იმყოფება თავისუფლებაზე. 

თბილისში მამაკაცი დაჭრეს

შემთხვევა საცხოვრებელ კორპუსთან, ერთ-ერთ ავტოფარეხში მოხდა.

დაჭრილი მამაკაცი მოდის ექსპერტის დალი ჩიტალაძის შვილია. როგორც ჩიტალაძე ამბობს, დამნაშავე მის შვილს ეკლესიიდან აედევნა. შემთხვევა კი სახლის სადარბაზოში მოხდა.

მომხდარზე ინფორმაციას ავრცელებს ჩიტალაძის მეგობარი, ჟურნალისტი გიორგი გასვიანიც.

“ისიც იმყოფებოდა ეკლესიაში წირვაზე და აედევნა მალულად დალი ჩიტალაძის შვილს ვახტანგ სუთიძეს, ეკლესიიდან სახლისკენ მომავალს.

პიროვნებას ადრე შემაკავებელი ორდერი დაურღვევია და პირობით მსჯავრს იხდის.

P.s. როგორც სჩანს, არც ისე ფსიქიურად დაავადებულია, უფრო დამნაშავეს ჰგავს. ალბათ შსს გააკეთებს განცხადებას,” – წერს ის.

რაც შეეხება დაჭრილს, ვახო სუთიძის მდგომარეობა სტაბილურია, მას ოპერაცია ჩაუტარდა და მალე პალატაში გადაიყვანენ.

მამაკაცის დაკავებამდე, ოჯახის წევრები და ადვოკატი აცხადებდნენ, რომ დამნაშავე ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები