LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცი მსახიობები, რომელთაც წარმატებით მოირგეს ქალის როლი

656
FORTUNA. GE

მართალია, ამერიკული კინო არასდროს უჩიოდა ნიჭიერი ქალბატონების სიმცირეს, მაგრამ ბოლო დროს რეჟისორები სულ უფრო ხშირად სთავაზობენ მამაკაცებს საპირისპირო სქესის პერსონაჟების განსახიერებას.

fortuna.ge გთავაზობთ იმ მამაკაცი მსახიობის ჩამონათვალს, რომელთაც წარმატებით მოირგეს ქალის როლი:

ედი რედმეინი – მსახიობის არტისტულ ნიჭზე პუბლიკა ფილმის „სტივენ ჰოკინგის სამყარო“ გამოსვლის შემდეგ ალაპარაკდა, პროვოკაციული დრამის „გოგონები დანიიდან“ პრემიერის შემდეგ კი, რომელშიც რედმეინმა პირველი ტრანსგენდერი ქალი განასახიერა, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მსახიობი მართლაც იშვიათი ტალანტის პატრონია.

ჯონ ტრავოლტა – ჯონ ტრავოლტამ 2007 წელს მოირგო ქალის როლი, როცა ბროდვეის მი უზიკლის რიმეიქში „თმის ლაქი“ მთავარი პერსონაჟის დედა განასახიერა. მისი მონდომება არა მხოლოდ კინომოყვარულებმა, არამედ „ოქროს გლობუსის“ მესვეურებმაც დააფასეს.

დასტინ ჰოფმანი – დღეს უკვე ლეგენდარული ტუტსის განსახიერებისთვის ჰოფმანმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი კინოს ისტორიაში, მით უფრო, რომ ფილმი მისი მონაწილეობით „ოსკარის“ ათგზის ნომინანტი გახდა.

რობინ უილიამსი – მსახიობი დაუფიქრებლად დათანხმდა კომედიაში „მისის დაუტფაიერი“ მონაწილეობას და არაჩვეულებრივად შასრულა მამის როლი, რომელიც სწორედ შვილებთან ურთიერთობის სურვილით ასაღებს თავს ექსცენტრიულ ძიძას.

მარლონ და შონ უაიანსი – კომედიაში „ქერათმიანი გოგონები“ უაინსებმა ფედერალური ბიუროს უიღბლო აგენტები განასახიერეს, რომელთაც მორიგი საქმის ჩაგდების შემდეგ, ხელმძღვანელობა გამოსწორების კიდევ ერთ შანსს აძლევს, თუმცა შავკანიან ძმებს თეთრკანიან ქალბატონებად გარდასახვას აიძულებს.

ადამ სენდლერი – კომედიაში „ასე განსხვავებული ტყუპები“ სენდლერმა ტყუპების – ჯეკისა და ჯილის როლები შეასრულა. როგორც თავად მსახიობმა აღნიშნა, ქალის ქცევის შესაწავლასა და წვრილმანების დაზუსტებაში დებთან ურთიერთობის გამოცდილება დაეხმარა.