LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცები, რომლებმაც ფილმებში ქალი პერსონაჟები განასახიერეს

111

კინემატოგრაფია – გარდასახვის უნიკალური სამყაროა, რადგან მსახიობები არა მხოლოდ გარეგნობას და ასაკს, სქესსაც წარმატებით იცვლიან, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ფილმები, სადაც ძლიერი სქესის წარმომადგენლები ქალის როლის მორგებას ცდილობენ, ყოველთვის მაყურებლის განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს.

ამერიკელი კომიკოსი რობინ უილიამსი ქალად  1993 წელს გარდაისახა კრის კოლამბოსის ოჯახურ კომედიაში “მისსის დაუთფაიერი”.

მსახიობმა და მუსიკოსმა ჯარედ ლეტომ არაჩვეულებრივად განასახიერა ტრანსგენდერი ქალის როლი ჟან-მარკ ვალეს დრამაში “მყიდველთა დალასის კლუბი” და “ოსკარის”, “ოქროს გლობუსის” პრემიაც დაიმსახურა მეორე პლანის საუკეთესო როლის ნომინაციაში.

ბრუტალური როლებით ცნობილმა ჯონ ტრავოლტამ მომხიბვლელი ქალბატონის როლი 2007 წელს მოირგო ადამ შეიკმანის მიუზიკლში “თმის ლაქი”.

პატრიკ სუეიზი ლამაზმან ტრანსვესტიტად 1995 წელს იქცა ბიბენ კიდრონის კომედიაში “ვონგუ ფუ, მადლობელი ვარ ყველაფრისთვის! ჯული ნიუმარ”.

ედი რედმეინი, რომელმაც 2014 წელს თანამედროვეობის გენიოსი სტივენ ჰოკინგი განასახიერა, ერთი წლის შემდეგ პირველი ტრანსგენდერის როლით გამოჩნდა ტომ ჰუპერის ბიოგრაფიულ დრამაში “გოგონა დანიიდან”.

ლეგენდარული ტონი კერტისმა და ჯეკ ლემონმა ქალის სამოსი განგსტერებისგან თავის დასახსნელად მოირგეს ბილი უაილდერის უბერებელ კომედიაში “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“.

დევიდ დუხოვნი ტრანსვესტიტ ქალად მარკ ფროსტისა და დევიდ ლინჩის სერიალში “ტვინ პიქსი” იქცა, რომლის პრემიერა 2017 წელს შედგა ამერიკულ ტელეარხზე Showtime.

კოლინ მერფიმ ტრანსვესტიტის როლის წყალობით მოირგო ქალის სამოსი  ნილ ჯორდანის კომედიაში “საუზმე პლუტონზე”.

დასტინ ჰოფმანის პერსონაჟმა – უიღბლო მსახიობმა მხოლოდ ქალად გარდასახვის შემდეგ შეძლო სამუშაოს შოვნა სიდნი პოლაკის 1982 წელს შექმნილ კომედიაში “ტუტსი”.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები