LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა არ აწერს ხელს იმ დოკუმენტს, რომ კანონი დაარღვია და საზღვარი გადაკვეთა – ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

11691
BeFunky-collage (9)

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი სოციალურ ქსელში უახლეს ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირინა გაფრინდაშვილი წერს, ინფორმაციის მოპოვებას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ, რადგან ცხინვალის ციხიდან ინფორმაციას არ აწვდიან.

როგორც ის აღნიშნავს, თავად ექიმი ხელს არ აწერს იმ დოკუმენტს, სადაც წერია რომ საზღვარი გადაკვეთა. მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ადგილობრივ ციხეში გადაიყვანეს

ექიმზე ფიზიკურ ზეწოლა არ განუხორციელებიათ და მისი ჯანმრთელობის მდგომაროებაც დამაკმაყოფილებელია.

“მეგობრებო შევეცდები სიახლეები გაგაგებინოთ, გუშინ ვიყავით ერთერთი დაკავებულის ოჯახში, რომელიც ორი დღის წინ გაანთავისუფლეს.
სამწუხაროდ ცხინვალის ციხიდან ოფიციალური ინფორმაციის მიღება ფაქტიურად შეუძლებელია გვიწევს ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა მეთოდით. განთავისუფლებულებმა გვითხრეს რომ ფიზიკურად კარგად ექცევიან, რა თქმა უნდა პირობები ძალიან რთულია სადაც ყავდათ იზოლატორში.
მამა ნამდვილად არ აწერს ხელს იმ დოკუმენტს, რომ კანონი დაარღვია და “საზღვარი” გადაკვეთა ამიტომაც არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული საზღვრის განზრახ გადაკვეთის მუხლზე.
მთავრობიდან მაქსიმალურად ყველა ჩართულია და ცდილობენ სწრაფად მოგვარდეს ყველაფერი. ჩართულია ასევე საერთაშორისო წითელი ჯვარი, რომელიც ერთადერთი ორგანიზაციაა რომელსაც შეუძლია ცხინვალის ტერიტორიაზე ოფიციალურად შევიდეს და დაკავებული პირადად მოინახულოს. ამ ორგანიზაციიდან ველოდებით სიახლეებს, მაგრამ რამდენიმე დღეა ვერ მოახერხეს შესვლა და ვაჟას მონახულება.
ახლა გვინდა რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მივაწვდინოთ ხმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებას, წითელი ჯვრის მთავარ ოფისს ჟენევაში.
გამოვიწვიოთ მაქსიმალური საერთაშორისო ჩართულობა რომ როგორღაც სწრაფად დასრულდეს ეს ამბავი.

ძალიან დიდი მადლობა ყველას, უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ თქვენგან, მიხარია და მეამაყებით.
მეამაყება მამა!!”-წერს ირინა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/Irina.Gaprindashvili/posts/10220972277802805

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები