LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე, მილიონობით ტურისტი შეიტყობს ქართულ სტუმარმასპინძლობასა და უსაფრთხოებაზე – ქვრივიშვილი

45
oislzlya

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა BusinessTraveller ჩვენი მოწვევით საქართველოში იმყოფება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს შესახებ, მალე მილიონობით ტურისტი შეიტყობს.

„მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა BusinessTraveller ჩვენი მოწვევით საქართველოში იმყოფება! ქართულ სტუმარმასპინძლობაზე, უსაფრთხოებასა და უნიკალურ ტურისტულ მიმართულებებზე მალე მილიონობით ტურისტი შეიტყობს! მსგავსი პროექტები მოკლე ვადაში განხორციელდება პოლონეთიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან!“ – ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები