LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ზამბახიძის ჯადოსნური საახალწლოდ მორთული სახლი წყნეთში და ნეკა სებისკვერაძესთან მეგობრობის ამბავი

323

მაკა ზამბახიძემ წყნეთში, კერძო სახლში მიგვიპატიჟა წინასაახალწლო ფოტოსესიისთვის, თუმცა მხოლოდ „ფორტუნა“ არ ყოფილა იმ დღეს მისი სტუმარი. მაკამ ბავშვობის მეგობარი შვილებთან, ნიკუშასა და დათასთან ერთად მიიწვია და მხიარული ინტერვიუც შედგა, რომელსაც მაკას გოგონა, სალომეც ესწრებოდა…

ნეკა:

საახალწლოდ ჩვენ ხომ სახლებში არ ვართ ხოლმე (იცინის). ზუსტად ვიცოდი, რომ მაკა ასეთ რამეს ჩაატარებდა და ასე მორთავდა, ვიცი, როგორ სიგიჟემდე უყვარს ახალი წელი, ზამთარი და წინასადღესასწაულო პერიოდი.

მაკა:

ამ სახლში ახალ წელს მეორედ ვხვდები. შარშან, სადღაც დეკემბრის შუა რიცხვებიდან დავიწყე სახლის მორთვა. ასეთი ჭერიც იმიტომ გავაკეთე, რომ ზუსტად ვიცოდი, როგორ უნდა მომერთო საახალწლოდ. წელს კი, პირველ დეკემბერს, ნაძვის ხე უკვე დავდგი.

ნეკა:

მეც დაახლოებით 15 წელია, ვცდილობ, ნაძვის ხე დავდგა. ვიხანგრძლივებ ამ საოცარ პერიოდს.

მაკა:

მაგარია. რაც უფრო გადის წლები, მით უფრო მიყვარდება.

ახალი წლის ტრადიცია რა არის?

ძირითადად, ღია ცის ქვეშ ვხვდებით. ძალიან მინდა სახლში ყოფნა ამ დროს. 31 დეკემბერს, საათი რომ ჩამოჰკრავს თორმეტს და ტელევიზორში მრავალჟამიერი ჟღერს, ეს მომენტი ძალიან მომწონს…

ნეკა:

ასეთი ახალი წელი მოვიწყვე ორი წლის წინ, როცა არც ერთ შეთავაზებას არ დავთანხმდი და ოჯახთან ერთად შევხვდი. ესეც არაჩვეულებრივი იყო, თუმცა ისეთი ბევრი წელიც მახსოვს, ჩემს შვილებს სანტა კლაუსი რომ აკითხავდა და ამ დროს მე სახლში არ ვიყავი (იცინის). როცა პატარები გყავს, უფრო მეტად გინდება ახალ წელს შინ ყოფნა, მაგრამ ზოგადად, გარეთ შეხვედრა კარგად მაქვს დაცდილი. ჩვენი ბედობა 31 დეკემბერია.

მაკა:

ძალიან კარგია გარეთ ფეიერვერკები, ყველა რომ ერთმანეთს ულოცავს და კოცნის (იღიმის). ღია ცის ქვეშაც ძალიან კარგია ახალი წლის შეხვედრა, სასიამოვნო გარემოა. მოკლედ, ორივეგან მომწონს.

თქვენი მეგობრობა რამდენ წელს ითვლის?

ოოოო… მე ვიყავი შვიდი წლის, როცა საბავშვო სტუდიაში შევედი. ნეკა იყო სოლისტი, უკვე ავტორიტეტით სარგებლობდა სტუდიაში (იცინიან).

ნეკა:

იქ ძალიან მჭიდროდ ვმეგობრობდით, ჩვენი დედებიც მეგობრობდნენ, ერთი წლის განმავლობაში. მერე გარდატეხის პერიოდიც დადგა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ერთმანეთი კულისებში აღმოვაჩინეთ, კონცერტებზე. სასიამოვნოა, როცა ადამიანთან ბავშვობის მეგობრობა გაკავშირებს, მასთან შეხვედრა გამორჩეულია, მით უმეტეს, თუკი იმ პროფესიაში ხვდები, სადაც ბავშვობაში ერთად გადადგი პირველი ნაბიჯები.

https://www.youtube.com/watch?v=noTADkKHxGU&feature=youtu.be

მაკა:

ნეკა ბავშვობიდანვე აქტუალური იყო. ხშირად ჩანდა ტელევიზიით. მე ცოტა გვიან გამოვბჩნდი, 25 წლის ასაკში. ნეკა ამ დროს უკვე ჩამოყალიბებული მომღერალი, ვარსკვლავი და სახალხო არტისტი იყო. დედაჩემი სულ ეფერებოდა, ტელევიზიით რომ დაინახავდა ხოლმე.

ნეკა:

მეც მახსოვს მაკას წარმატებების პერიოდი, დედაჩემის ემოციები და ცრემლიანი თვალები. მოკლედ, ერთმანეთით ძალიან ამაყები ვართ (იღიმის).

მაკა:

ბატონი ვახტანგ კახიძის პროექტში უფრო მეტად დავახლოვდით, ყოველდღიური შეხვედრები გვიწევდა, საინტერესო პროექტს შევეჭიდეთ და კარგად დავცადეთ ერთმანეთი, როგორც მუსიკალურად, ასევე მეგობრობის კუთხითაც.

2017 წელს როგორ აცილებთ და 2018-ისგა რას ელოდებით?

ნეკა:

კარგი იყო, უამრავი სიახლით სავსე, იყო გარდატეხები, ახალი სამსახური და ეტაპი ცხოვრებაში. ბავშვებიც სხვა ფაზაში შევიდნენ, ბევრი საინტერესო ეტაპი გავიარე მათთან ურთიერთობისას. იყო სირთულეებიც ბევრი სხვადასხვა კუთხით, მაგრამ მე პოზიტიური ადამიანი ვარ და ვცდილობ დადებითის დანახვას.

მაკა:

არც მე არასდროს ვაკვირდები, რა მოხდა ცუდი წლის განმავლობაში. არის ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში ნეგატიური პერიოდებიც. უფრო მეტ პოზიტივს ვეძებ. იყო ბევრი კონცერტი, მათ შორის, გასვლითიც. მწყდება გული, რომ ბევრი ახალი სიმღერის ჩაწერა ვერ მოვასწარი. საკუთარ თავს ვუსურვებ, რომ 2018-ში ახალი სიმღერების ჩაწერა მოვახერხო. მინდა, კარიერული თვალსაზრისით გავიზარდო, ჩავწერო ისეთი სიმღერები, რომლებსაც ხალხი იმღერებს და გახდება ჰიტი.

ნეკა:

თუმცა ახალი სიმღერების ჩაწერა მხოლოდ ჩვენს სურვილზე არ არის დამოკიდებული. ახალ სიმღერამდე რომ მიხვიდე, რთული გზაა გასავლელი (იღიმის). ვისურვებდი ყველა ჩვენი საყვარელი ადამიანის ჯანმრთელობას, შვილების ბედნიერებას და სიმშვიდეს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. ვისურვებდი ბევრ მომღიმარ სახეს, რაც გადამდებია.

როცა მარტო ხართ, რისი დრო დგება, ალბათ, ჭორაობის?

მაკა:

აბა, რააა. ნეკა ძალიან დაკავებულია. ხანდახან როცა ვურეკავ, ყურმილსაც ვერ იღებს და მესიჯებით ვკონტაქტობთ.

ნეკა:

მიხარია, რომ პაუზები არასდროს აისახება ჩვენს, ასე ვთქვათ, ჭორაობაზე და გულიან საუბრებზე. მთავარ სათქმელს ყოველთვის გულწრფელად ვეუბნებით ერთმანეთს, არასდროს ვთამაშობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შორის ძალიან დიდი სიყვარულია.

 

მაკა:

ვამაყობ ნეკასთან მეგობრობით, გვაკავშირებს ოჯახური სიახლოვე, ვგიჟდები მის ორ ქერათმიან ვაჟკაცზე და მათაც ძალიან ვუყვარვარ, სხვათა შორის. ერთხელ მივედი სკოლაში, სადაც დათა სწავლობს და მან ჯენტლმენურად გამომაცილა…

მაკა:

მაკამ ძალიან ნიჭიერი და წარმატებული გოგო გაზარდა, რაც ძალიან კარგად იცის მაყურებელმა მაკას „ფეისბუქ“-გვერდიდან.ჩვენი შვილებით ძალიან ვამაყობთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარია. ჩვენი წარმატებაც ამიტომ გვიხარია.

ფოტო: ანდრო ოსადჩევი

ნინო მურღულია

პოპულალურები