LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ზამბახიძე ახალგაზრდა ბებიობაზე, „ახალ ტალღაზე“ და დუეტზე, რომელსაც რატი დურგლიშვილთან წერს

675
fortuna (2)

მაკა ზამბახიძისა და რატი დურგლიშვილის დუეტ „ჯორჯიას“ გამარჯვება ბევრს ახსოვს „ახლა ტალღაზე“. მუსიკალური კონკურსი მაშინ იურმალაში ტარდებოდა, მაკა და რატიც ერთად მღეროდნენ და პირველი ადგილიც დაიმსახურეს.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და რატისა და მაკას დუეტიც დაიშალა, თუმცა ახლახან მაკამ ისევ გააზიარა საფინალო სიმღერა, რომელიც რატი დურგლიშვილს ეკუთვნოდა და წყვილს გამარჯვება მოუტანა.

ეს კონკურსი და შესრულება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „ახალი ტალღა 2021“-ზე საქართველოს სახელით მოსკოველი ქართველი, ნათია რიგვავა გამოვიდა. „იაგუნდის“ მისეულმა ვერსიამ კი ქართველი მსმენელის, მათ შორის, მუსიკოსების გულისწყრომაც დაიმსახურა, თუმცა როგორც მაკა ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, გვერდიდან კრიტიკა ძალიან ადვილია, რთული კი ასეთ კონკურსებზე სცენაზე დგომაა.

მაკა, როგორ შეაფასებდი ჩვენი წარმომადგენლის გამოსვლას კონკურსზე, რომლის პირველი ადგილიც გაქვს მიღებული რატი დურგლიშვილთან ერთად?

კონკურსანტს ვუსურვებ წარმატებებს. ძალიან ძნელია, რა თქმა უნდა, იქ დგომა და სიმღერა პროფესიონალი ვარსკვლავების, რუსული ესტრადის წარმომადგენლების წინ. მარტივი არაა გვერდიდან ადამიანის გაკრიტიკება. ბევრი ნეგატიური კომენტარი წავიკითხე. მესმის, რომ იყო პატარა ლაფსუსები, მაგრამ ასეთი მარტივი ეს ყველაფერი არაა, ძალიან ძლიერი ფსიქიკა უნდა გქონდეს.

ვიცი, რომ ამ კონკურსისთვის თავად ხანგრძლივი მომზადება გაიარეთ…

2008 წელი, რა თქმა უნდა, მარტო ჩვენთვის კი არა, ყველასთვის მნიშვნელოვანი წელი იყო. არ ველოდებოდით ასეთ ტრიუმფს. ეს გამარჯვება დღემდე მოგვყვება. ფეხი არ მაქვს გადადგმული ისე, რომ არ გამახსენონ ის გამარჯვება და საოცარი დღეები. ჩემმა მეუღლემ გააზიარა ეს ვიდეო და მეც მომინდა გაზიარება.

შენ და რატი, როგორც ცნობილია, ახალ დუეტზე მუშაობთ…

ეს არის რატის სიმღერა, ტექსტი – სალომე ჩიტაძის, ჩემი შვილის. უკვე ჩავწერეთ, მიმდინარეობს სიმღერის ბალანსი და ვაპირებთ ვიდეორგოლის გადაღებასაც.

მაკა, შენი ოჯახური ამბებიც გაგვანდე. შვილიშვილის მოლოდინში ხარ…

სალომეს სექტემბრის ბოლოს უწევს მშობიარობა. ვართ ძალიან დიდ განცდებში. ჯერჯერობით მართლა ვერაფერზე ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ ღმერთის წყალობით, მინდა ეს ყველაფერი მშვიდობით დასრულდეს.

ძალიან ახალგაზრდა და ლამაზი ბებია იქნები…

ვერ ვიტყვი, რომ რეკორდს ვხსნი, როგორც ვიცი, ჩემზე ახალგაზრდებიც გამხდარან ბებიები. მე 38 წლის ვარ. არ მგონია, რომ ამაში რაიმე გასაკვირი იყო. უბრალოდ, მართლა არ ველოდებოდით სალომეს ამ მდგომარეობას ასე უცბად. ჯერჯერობით მართლა ვერ ვფიქრობ, ახალგაზრდა ბებია რომ ვიქნები. დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. სალომეს ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე ვართ გადასული. ცოტას კაპრიზობს, წოლითი რეჟიმიც აქვს და ვეფოფინებით. ყველაფერი მშვიდობით რომ ჩაივლის, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს თავის საქმიანობას, სცენას, ბენდს, თუმცა ეს შემდეგი ეტაპებია. ადამიანი უახლოეს ერთ საათსაც ვერ გეგმავს თავის ცხოვრებას, ისეთი სიტუაცია გვაქვს ქვეყანაში. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, როგორ განვითარდება მოვლენები, ამის მიხედვით შეიძლება შემდეგ გადაწყვეტა. ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას და ამ საშინელი პანდემიის დასრულებას!..

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები