LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუა “მთავარ არხზე” გადაცემას წაიყვანს (ვიდეო)

3784
maka-chichua-nichieri-7

14 დეკემბრიდან, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა “მთავარ არხზე” ახალი შუადღის გადაცემას წაიყვანს.

მაკა ჩიჩუა პროფესიით მსახიობია და ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

სხვადასხვა წლებში სამოდელო, მუსიკალურ, სატელევიზიო სფეროებსა და კინოინდუსტრიაში საქმიანობდა.

2000 წლიდან სხვადასხვა ტელეკომპანიასთან თანამშრომლობდა  (“მზე”, “მეცხრე არხი”, “პიკი”, “ტვ-3”). მუშაობდა ტელეწამყვანის, ვიზუალური ჯგუფის ხელმძღვანელის და არტდირექტორის პოზიციებზე.

ჩიჩუა ასევე “ნიჭიერის” ჟიურის წევრიც იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები