LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაინც ავაშენებთ! – მამუკა ხაზარაძის პირველი კომენტარი პროკურატურის განცხადების შემდეგ

144
xazaradze 3

მაინც ავაშენებთ! – ასე ეხმიანება მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ცნობას, რომლის თანახმად პორტისათვის გენერალური მშენებელი კომპანია შეირჩა, რომელიც ფრანგული Eiffage იქნება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს წაუყენებენ - რას ედავება პროკურატურა ბიზნესმენებს?

საუბარია 16 მილიონზე მეტი დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა. საქართველოში ევროპის უმსხვილესი სამშენებლო კომპანია Eiffage შემოდის. ის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური კონტრაქტორი იქნება და ანაკლიის პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს პარტნიორ კომპანიებთან, კერძოდ, შვეიცარულ ABB-თან და ქართულ CRP-თან ერთად შეასრულებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები