მაიკ პომპეოს განცხადებაში კარგი და დამაიმედებელი განმარტებებია გაკეთებული ეკონომიკური ურთიერთობის მთელ რიგ მიმართულებებზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
რატომ გაჟღერდა საჯაროდ მაღალი ტრიბუნიდან აშშ-ის გზავნილები და რა მოლოდინები აქვთ საქართველოში?
ყვითელი ბარათი ხელისუფლებას - ვისთვის და რისთვის გაჟღერდა საჯაროდ აშშ-ის გზავნილები
მისივე თქმით, განცხადებები ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობას ეხებოდა, პორტის მნიშვნელობაზეც კეთდება აქცენტი.
„ანაკლიის პორტი, რასაკვირველია, არის თემა, რომელსაც ორი აზრი და ალტერნატივა არ გააჩნია. პომპეოს განცხადებაში კარგი და დამაიმედებელი განმარტებებია გაკეთებული ეკონომიკური ურთიერთობის მთელ რიგ მიმართულებებზე”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.