LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბუწაშვილი: „უკვე მერამდენე პაციენტი მეუბნება, რომ ვიღაცები ურჩევენ, ვაქცინის შემდეგ მოერიდოს გარშემო მყოფებს…“

739
buwashvili

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს იმ მითების შესახებ, რომლებიც ვაქცინაცის საქართველოში ახლავს.

მაია ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ ვაქცინირებული ადამიანი გარშემო მყოფებისთვის შესაძლოა, საშიში იყოს.

მაია ბუწაშვილი:

„უკვე მერამდენე პაციენტი მეუბნება, რომ ვიღაცები ურჩევენ, ვაქცინის შემდეგ მოერიდოს გარშემო მყოფებს. თავიდან მეგონა, რომ ეს რჩევა იმით იყო ნაკარნახევი, რომ ვაქცინირებული ადამიანი მაშინვე არ არის დაცული და ინფიცირების რისკი კვლავ აქვს, თუმცა ბოლოს გავარკვიე, რომ ზოგს სჯერა, ვაქცინირებული ადამიანი შეიძლება საშიში იყოს გარშემომყოფებისთვის, ანუ თვითონ დაიწყოს ვირუსის გამოყოფა.

ზოგჯერ ეს ადამიანები იკეთებენ PCR-ს და როცა შედეგი დადებითია, ჰგონიათ, რომ ეს სწორედ ვაქცინის გამოა. სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ინფიცირდა კორონავირუსით. ამ შემთხვევაში ვაქცინა PCR-ის დადებით შედეგს, ცხადია, ვერ გამოიწვევს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები