LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბუწაშვილი თენგიზ ცერცვაძეს ტყუილში ამხელს: „ამაზე რაღა კომენტარის გაკეთება შეიძლება?“

47923
ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელს ტყუილში ამხელს. როგორც ბუწაშვილი წერს, მაშინ როდესაც ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის მართვა ევროპის ბევრ ქვეყანაზე და აშშ-ზე უკეთ ხდება, ამაზე კომენტარის გაკეთება არ შეიძლება.

„ამონარიდი კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანლის ა.წ. 12 აგვისტოს მორიგი შედევრიდან:

“საქართველოში კოვიდ ავადმყოფების კლინიკური მართვა ამერიკის და ევროპის ბევრ ქვეყანაზე უკეთესი იყო ადრეც (მთელი პანდემიის მანძილზე) და უკეთესია ახლაც”.

აბა, ამაზე რაღა კომენტარის გაკეთება შეიძლება?”, – წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

ბუწაშვილის სტატუსს ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნული განცხადება საშიში და სამწუხარო უპასუხისმგებლობაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები