LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბუწაშვილი: „არავითარი ვაქცინამდელი გამოკვლევების ოფიციალური რეკომენდაცია არც ერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ არ გაცემულა“.

103
maiabuwasahvili214

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რომ საერთაშორისო ან ადგილობრივი ორგანიზაციების მხრიდან ვაქცინამდელი გამოკვლევების ოფიციალური რეკომენდაცია არ არსებობს.

გთავაზობთ მის პოსტს ამ თემაზე:

„მედიცინაში არ არსებობს მცნება ლაბორატორიული გამოკვლევების „პრევაქს პანელი“. არავითარი ვაქცინამდელი გამოკვლევების ოფიციალური რეკომენდაცია არც ერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ არ გაცემულა. თუ ადამიანს გეგმურად რაიმე პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება სურს, ეს მისი ნებაა და ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ ასე საყოველთაოდ ამის რეკლამირება, სახელის ფორმალიზება (პრევაქსი), რაც ადამიანებს უჩენს იმის განცდას, რომ ანალიზების ამ ერთობლიობას მართლა რაიმე ოფიციალური სახელი ჰქვია და სამედიცინო საფუძველი აქვს, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია და ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქისთვის შეიძლება სერიოზული ფინანსური ტვირთი იყოს, თანაც, სრულიად არასაჭირო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები