LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბითაძე: სამწუხაროა, რომ არასამთავრობოებისგან კვლავ ვისმენთ ტექსტებს, რომელიც საარჩევნო გარემოს არყევს და ქვეყნის პრესტიჟს აზიანებს

49
მაია ბითაძე

„სამწუხაროა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან კვლავ ვისმენთ ისეთ ტექსტებს, რომელიც საარჩევნო გარემოს არყევს და ზიანს აყენებს ქვეყნის პრესტიჟს, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა

როგორც მანვე აღნიშნა, წინასაარჩევნო გარემოს დრამატიზება ხდება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არ ვისმენთ დადებითი მხარეების შესახებ ინფორმაციას, რაც საარჩევნო რეფორმას მოჰყვა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა.

ნათელია, რომ გარკვეულწილად, წინასაარჩევნო გარემოს დრამატიზება ხდება სავარაუდოდ იმისთვის, რომ ვინაიდან, მათ იციან, „ქართული ოცნების“ რეიტინგი, არჩევნების შემდეგ გადაგვიყვანონ რაღაც ახალ პოლიტიკურ რყევებში, რასაც ვერ მიაღწევენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის „ისფედის“ მიმართ პატივისცემას გამოვხატავ და ყველას მოვუწოდებ, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები შეაფასონ“, – განაცხადა ბითაძემ.

ცნობისთვის, ISFED-ის ანგარიშის თანახმად, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მძიმდება წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევათა ხასიათი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები