LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგრად იყავი შვილო, შენ გვერდით ვარ, ბედნიერი ვარ, რომ სისხლი არ დაიღვარა: ანზორ მელია

125
ANZORI DA NIKA

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას „ფორტუნასთან“ მამამისი ანზორ მელია აფასებს.

ანზორ მელიას თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ ერთი ოლიგარქის მითითებები და დავალებები მუდმივად არ შეასრულოს.

მელია არის კრიმინალი, მადლობა გომელაურს, ვამაყობ პოლიციით: პრემიერი

როგორ შეაფასებდით, რაც დღეს გაამთენიისას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მოხდა?

მოინდომა ხელისუფლებამ ამის გაკეთება და გააკეთა, ბედნიერი ვარ, რომ მსხვერპლი არაა.  ყველაფერ დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელია კრიმინალია. მის აზრს იზიარებს უმრავლესობა. რა შეგიძლიათ თქვათ ამ განცხადებასთან დაკავშირებით?

თავის თავში ჩაიხედონ და ნახონ, ვინ არის კრიმილარი. თვითონ ღარიბაშვილია კრიმინალი. როცა პირველად იყო პრემიერ-მინისტრი, მისი სიმამრის ნათესავებმა რამდენი ფული მოტეხეს, თქვას. ამას მე არ ვამბობ,  ტელევიზიებმა გააკეთეს ამის შესახებ გადაცემები. შეადაროს ნიკას ქონება თავის ქონებას. ხელზე დაიხედოს რამდენ დოლარიანი საათები უკეთია და მერე თქვას, ვინ უფრო კრიმინალია. არ შეიძლება განათლებულ და პატიოსან ადამიანს, როგორიც ნიკაა, კრიმინალი ეძახო. არ ეკადრება ამ ახალგაზრდა კაცს. მასაც ხომ შვილები ჰყავს. გაიხედოს მომავალში, 20 – 30 წლის შემდეგ. ყოველთვის ხომ არ იქნება თანამდებობაზე.  არ შეიძლება, მოდმივად ერთი ოლიგარქის დავალება ასრულოს. რაც მათ დღეს გააკეთეს, ეს იყო სამარცხვინო მთელი ქვეყნისთვის.

მინდა, ვნახო ნიკას ადვოკატები. არ უნდა შერჩეთ ამათ, რომ ასე უსაფუძვლოდ ნიკა გვარამიას,  ნიკა მელიას და ყველა პატრიოტს და კრიტიკოსს კრიმინალი ეძახონ და თუმცა აზრი არ აქვს ჩივილს, სასამართლოც მათ ხელშია.

რაც ამათ დღეს გააკეთეს, ეს იყო სამარცხვინო მთელი ქვეყნისთვის. მსოფლიოს მასშტაბით შერცხვევ. ტერორისტები ვერ აიყვანეს, არ ჰყავდათ ამდენი ხალხი და ეს რა ვნახე, სასწაული სასწაული იყო.

ბოლო დღეების განმავლობაში ნიკა მელია ოფისიდან არ გამოდიოდა. თქვენ ხომ ჩაერიეთ მის არჩევანში და თუ ურჩიეთ, რომ გირაო გადაეხადა და პროტესტი შეეწყვიტა.

ბინა გვაქვს ჩვენ ჩადებული გირაოს სანაცვლოდ. 30 ათასი ლარი რომ გადაიხადა, მაშინ ჩავდეთ  და ბინა ღირს თითქმის ერთ მილიონამდე. გაეკეთებინათ მისი გადაფასება და ყოველგვარი ოპერაციის გარეშე ეს მოწესრიგდებოდა, მაგრამ მათ აწყობდათ ასეთი დაკავება და არ იციან, რომ თავი მოიჭრეს და ქართველი ხალხი ამას არ აპატიებს.

ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს – ადვოკატი

რას ეტყოდით, როგორ გაამხნევებდით  თქვენს შვილს?

მაგრად იყავი შვილო, შენ გვერდით ვარ. შენს ყველა გადაწყვეტილებას ვიზიარებ. მეც არ გადავიხდიდი გირაოს, იმიტომ რომ ერთხელ უკვე გადახდილი ჰქონდა გირაო და მითხრან ერთი მაგალითი  მაინც, რომ ორჯერ ვინმემ გადაიხადა ერთ საქმეზე გირაო. თანაც რისთვის სამშობლოს სიყვარულისთვის.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი გამოაგდეს და მისი შებრუბნება უნდოდა. ამ დროს უჯიკავა   პოლიციელმა და გამოაგდეს გარეთ. ის კაცი ვინც უჯიკავა, დააწინაურეს.  უნამუსოები არიან, შავზე ამბობენ, თეთრიაო, თეთრზე ამბობენ, შავიაო. დიდხანს ესენი ვერ გაძლებენ. ივანიშვილმა ღარიბაშვილს ეს საქმე გააკეთებინა და როგორც პირველად მოისროლა ისე, რომ არც დაელაპარაკა, მომავალშიც იგივეს გააკეთებს. აგერ იქნებით თქვენ და აგერ ვიქნები მეც.

საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე- აშშ-ს საელჩო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები