LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღალყელიანი ჩექმებით აუზებზე არავინ დადის – რა დაავადებები ვრცელდება საცურაო აუზებიდან?

1113
pool-2

ზაფხული დადგა და საზოგადოების უმეტესი ნაწილი, ვინც ქალაქგარეთ გასვლას ვერ ახერხებს გასაგრილებლად საცურაო აუზზე, თბილისის ზღვაზე ან ლისის ტბაზე მიდის.

სიცხეში ყოფნა ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიზანშეწონილი არ არის, თუმცა ზოჯერ არც ზემოთ ჩამოთვლილ ადგილებში ყოფნა და დასვენება არაა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.

თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყლის ხარისხის მონიტორინგი ყოველწლიურად მიმდინარეობს. გარემოს ეროვნული სააგენტოს გვერდზე სწორედ მიმდინარე კვირას გამოქვეყნდება პასუხი, რამდენად შეესაბამება წყლის ხარისხი ნორმას თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე.

თბილისში არსებულ საცურაო აუზებს არავინ არ აკონტროლებს. სისუფთავე მხოლოდ საცურაო აუზის მფლობელის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

საცურაო აუზიდან ადამიანს შეიძლება სხვადასხვა დაავადებები გადაედოს. ესენია:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამმართველოს უფროსი ლევან ბაიდოშვილი “ფორტუნასთან” გადამდებ დაავადებებზე საუბრობს, რომლებიც აუზის სტუმრობის შემდეგ შეიძლება გავრცელდეს. მისი განცხადებით, სანამ საცურაო აუზზე მისვლას გადაწყვიტავთ სასურველია დერმატოლოგთან ვიზიტი, რათა გაირკვეს რაიმე გადამდები დაავადების მატარებელი ხომ არ ხართ.

„პირველ რიგში კანის სოკოვანი დაავადების გავრცელებაა შესაძლებელი. საცურაო აუზებზე მაღალყელიანი ჩექმებით არავინ დადის საბანაოდ. შესაბამისად, როდესაც ხდება გარკვეული წესების დარღვევა, არ ხდება იმ ზედაპირების გარეცხვა და დეზინფექცია, რომელსაც ადამიანი შიშველი ფეხით, ხელით ან შიშველი კანის ზედაპირით ეხება შეიძლება, რაღაც დაავადებები განვითარდეს. ეს დაავადებებია: ტერფის, კანის და ფრჩხილის დაავადებები,” – აცხადებს ბაიდოშვილი.

ლევან ბაიდოშვილის განცხადებით, ყველაზე გავრცელებული ტერფის სოკოვანი დაავადებაა და მისი პრევენცია სანიტარულ-ჰიგიენური სამუშაოებით უნდა მოხდეს.

 

როგორი სიხშირით და როგორი კონცენტრაციებით უნდა ტარდებოდეს საცურაო აუზის გაწმენდვა? – კითხვაზე ლევან ბაიდოშვილი გვპასუხობს, რომ ეს კონკრეტული აუზის მოცულობიდან გამომდინარეობს.

მისივე განცხადებით სოკოვანი დაავადებების მცირე შემთხვევები ფიქსირდება, აქედან გამომდინარე ეპიდემიურ საშიშროებას არ  წარმოადგენს.

იმისთვის რომ, საცურაო აუზის სტუმრობის შემდეგ რაიმე დაავადებით დაინფიცირების რისკი დაბალი იყოს:

 

 

 

  • საცურაო აუზში ჩასვლამდე დაიცავით პირადი ჰიგიენა და მიიღეთ შხაპი.
  • შხაპის მიღება აუცილებელია საცურაო აუზის სტუმრობის შემდეგაც.
  • თუ გაქვთ დაზიანებული კანი, შეეცადეთ დაზინებულ კანზე გამოიყენოთ ე.წ. ლეიკო პლასტირი;
  • თუ ფეხის სოკოვანი დაავადება გაწუხებთ, უმჯობესია თუ აუზზე სტუმრობას თავს აარიდებთ. ამით სხვასაც არ შეუქმნით საფრთხეს რომ რამე დაავადება გადაედოს.
    თუ მაინც გიწევთ საცურაო აუზზე სტუმრობა აუცილებლად გამოიყენეთ წყლის ფეხსაცმელი; (მათი გამოყენება სასურველია, ასევე, საზოგადოებრივი აუზებით სარგებლობის დროს სოკოვანი დაავადების გადადების პრევენციისათვის;).

კარგი იქნება სანამ კონკრეტულ საცურაო აუზს ესტუმრებით, შეამოწმოთ რამდენ ხანში ერთხელ და რომელი ქიმიური საშუალებებით იწმინდება აუზი.

„ფორტუნა“ შეეცადა გაერკვია რა მდგომარეობაა თბილისში არსებულ ღია საცურაო აუზებზე, სადაც ტემპერატურის მომატებასთან ერთად დამსვენებლების რაოდენობაც იმატებს.

როგორც „ევროპარკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წამომადგენელი თაკო სოსელია  „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, საცურაო აუზების გაწმენდვა ყოველდღიურად ხდება.

„აუზზე დაყენებულია სპეციალური ფილტრაციები, რომლებიც დამსვენებლების ყოფნის პერიოდში უზრუნველყოფს აუზის სისუფთავეს. რაც შეეხება დეზინფექციის სამუშაოებს, ის საღამოს 8 საათიდან იწყება, როდესაც სააცურაო აუზი იხურება. აუზი მტვერსასრუტის საშვალებით იწმინდება. ასევე გამოიყენება ქლორი და სპეციალური ქიმიური ხსნარები, რათა სხვადასხვა დაავადებების გავრცელების პრევენცია მოხდეს,“ – განაცხადა „ევროპარკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თაკო სოსელიამ.

 

 

რამდენიმე მცდელობის მიუხედავად სხვა ღია საცურაო აუზებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.