LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღალი თავის „შუშის სასახლეში“ – საქართველოს უმდიდრესი კაცი ქვეყნის მთავარ პროექტს ემუქრება

882
ბიძინა

საქართველო ამერიკული გამოცემის ყურადღების ცენტრშია – Nytimes  წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი თბილისის ყველაზე ლამაზ ადგილებს ფლობს, “შუშის სასახლეში” ცხოვრობს, რომელიც ისტორიული თბილისის ყველაზე მაღალ წერტილში მდებარეობს. „ეს 107 ათასი კვ. მეტრი ფართობის პირადი ოფისია, რომელიც ასევე მოიცავს ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს, თანამედროვე ხელოვნების კოლექციას და სპეციალურ ავზს ზვიგენისთვის”, – წერს გამოცემა.

ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ 63 წლის ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, “ამიტომ როცა რაღაცის აშენებაზეა ლაპარაკი, მისი „დალოცვა“ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თუ მასში გადასახადის გადამხდელთა ფულია ჩადებული. არც ერთ მიმდინარე პროექტს არ აქვს იმხელა მნიშვნელობა, როგორც 2, 5 მილიარდ დოლარიან ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც ანაკლიაში ან აშენდება ან არა”. 

გავლენიანი გამოცემა წერს, რომ ივანიშვილი საჯაროდ პორტს მხარს უჭერს, მაგრამ “ანაკლიის კონსორციუმი და სხვა კრიტიკოსები ამბობენ, რომ მან პორტის საწინააღმდეგო კამპანია აწარმოა”.

სტატიაში ხაზგასმულია, როგორ ცდილობს საქართველო მუდმივად მისი მეზობლის – რუსეთის, ზოგადად, საბჭოთა კავშირის ფესვებიდან გამოსვლას და როგორც ისწრაფვოდა ყოველთვის დამოუკიდებლობისკენ, ევროპისკენ. “ანაკლიის პორტი კი ამ მხრივ ძალიან დიდი ნახტომია”, – ამბობს ჟურნალისტი.

ამერიკული გამოცემა დეტალურად მიმოიხილავს, როგორ დაიწყო პორტის გარშემო პრობლემები იანვრიდან, როგორც განაცხადა ქვეყნის მთავარმა პროკურორმა და მანამდე ივანიშვილის ადვოკატმა კონსორციუმის ორი მთავარი ბანკირის წინააღმდეგ ფულის გაფლანგვის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე.

„მიზანი იყო პროექტის დისკრედიტაცია“ – ამბობს ფადი ასლი. „მომეცით 2 პროკურორი, 48 საათი და მანდატი დავბრუნდე წარსულში, მენდეთ, ნებისმიერს ჩავსვამ ციხეში“.

ამის შემდეგ სტატიაში საუბარია ანაკლიის პროექტის მნიშვნელობაზე და აღნიშნულია, რომ ის ერთგვარი ტესტი იქნება საქართველოს გეოპოლიტიკური ადგილის დაკავების კუთხით მთელ მსოფლიოში. 

ამის შემდეგ სტატიის ავტორი ისევ ივანიშვილს უბრუნდება და წერს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთში ბიზნესებს საფრთხე შეექმნა, ის 2003 წელს საქართველოში დაბრუნდა და ხელოვნების ნიმუშების შეგროვება დაიწყო. “მისი ოფისის კედლები მონეს, პიკასოს და სხვების ნახატებითაა სავსე, თუმცა ყველას ეუბნება, რომ ისინი ყალბია და ორიგინალები ლონდონშია. ივანიშვილმა ბევრი ფული დახარჯა ექსცენტრულ ქმედებებში. მან კერძო ზოოპარკი ააშენა, სადაც პინგვინები, ზებრები და ლემურები არიან. მან ასევე დაიწყო ხეების ამოთხრა და ტრანსპორტირება, რამაც გარემოს დამცველები გააღიზიანა”, – წერია სტატიაში.

მე მართლა მიყვარს დიდი ხეები“, – უთხრა ივანიშვილმა სააგენტო “ფრანს პრესს”, “გიგანტური ხეები ჩემი გასართობია”.

სტატიის ავტორი წერს, რომ ივანიშვილმა მათთან კომენტარი არ გააკეთა.

გამოცემა მიმოიხილავს საპრეზიდენტო არჩევნებსაც, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს, როგორ დააანონსა მთავრობამ 600 ათასი ადამიანისთვის ვალის გადახდა. „ოცნების ლიდერები ივანიშვილს ახასიათებენ, როგორც პატრიოტს, რომელმაც ქვეყანა დასავლეთის ღირებულებებისკენ წაიყვანა. ისინი ამბობენ, რომ მედია დივერსიფიცირებული და კრიტიკულია, საკუთრების უფლებები კი დაცული “- გამოცემამ არჩილ თალაკვაძის სიტყვები მოიყვანა ამის დასტურად.

რაც შეეხება ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, „ამბობენ, რომ ივანიშვილია ამ საქმის ინიციატორი, რათა ხაზარაძე ჩაძიროს, რომელსაც ივანიშვილი თავის პოლიტიკურ მეტოქედ მიიჩნევს. ამ თეორიით, ივანიშვილი პორტის გაჩერებას კი არ აპირებს, იმ კაცის (იგ. ხაზარაძე) „ჩაფუშვას“ ცდილობს.

სტატიაში ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელის – ლევან ახვლედიანის კომენტარიცაა მოყვანილი, სადაც ის საინტერესო განცხადებას აკეთებს: „როცა შემდეგ ჯერზე ქვეყანაში მთავრობა შეიცვლება, ყველა ბიზნესი, რაც ივანიშვილის სახელს უკავშირდება, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება და ეს როცა მოხდება, მე ალბათ ერთადერთი ვიქნები, ვინც მას დაიცავს. არა, იმიტომ რომ მის მიმართ სიმპათია მაქვს, არამედ მჯერა, რომ ბიზნესი პოლიტიკური ომებისგან შორს უნდა იყოს“, – ამბობს ლევან ახვლედიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები