LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობას ვუხდი პრემიერს შესანიშნავი შეხვედრისთვის, რომლის დროსაც ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმა განვიხილეთ: სებასტიან მოლინეუსი

78
Sebastian-Molineus

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვედრისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც სებასტიან მოლინეუსი წერს, შეხვედრაზე საუბარი  ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმას შეეხო, ასევე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმართულ სტრუქტურულ რეფორმებს.

„მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესანიშნავი შეხვედრისთვის, რომლის დროსაც ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმა განვიხილეთ. ასევე ვისაუბრეთ  ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმართულ სტრუქტურულ რეფორმებზე და მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის განკუთვნილ დახმარებაზე, რაც საქართველოში ეკონომიკის სიძლიერესა და შოკებისადმი მედეგობას უზრუნველყოფს“,- წერს სებასტიან მოლინეუსი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები