LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა პანდემიის პერიოდში გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის – გახარია ბულგარეთის ელჩს შეხვდა

73
FORTUNA.GE- (2)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დესისლავა ივანოვას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ ბულგარეთის მთავრობას გლობალური პანდემიის პერიოდში გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვაქცინაციის საკითხს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ COVAX-პლატფორმის პარალელურად, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან, რათა ქვეყანამ ვაქცინა რაც შეიძლება ადრე მიიღოს და ამ მიმართულებით, ბულგარეთის მხარდაჭერას მიესალმება.

ავსტრიის ელჩმა გახარიას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა

შეხვედრაზე, ყურადღება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას დაეთმო.

როგორც მთავრობის ადმინსიტრაციაში აცხადებენ, შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას. ასევე, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა.

აღინიშნა, რომ პოსტპანდემიური გამოწვევების გათვალისწინებით, აუცილებელია გაგრძელდეს ერთობლივი ძალისხმევა, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს არსებული პოზიტიური დინამიკა როგორც სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, ისე სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების და რეგიონული მნიშვნელობის პროექტების მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები