LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა მეუფე ნიკოლოზს თავის ეპარქიაში ჩემს შინაპატიმრობაში გადაყვანის ინიცირებისთვის – ჯადოსნური, სიყვარულით სავსე ადგილია: სააკაშვილი

98
მიხეილ სააკაშვილი

„ძალიან დიდი მადლობა მეუფე ნიკოლოზს თავის ეპარქიაში ჩემს შინაპატიმრობაში გადაყვანის ინიცირებისთვის. მე არაერთხელ ვარ იქ ნამყოფი. მართლაც ჯადოსნური, სიყვარულით და ინტელექტუალური და სულიერი ენერგიით სავსე ადგილია. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ მე არანაირ პატიმრობას არ ვიღებ, მათ შორის შინაპატიმრობას, დაფუძნებულ უსამართლო „განაჩენებზე“, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“შემიძლია გამოვყო სივრცე…” – მეუფე ნიკოლოზი ხელისუფლებას სთავაზობს სააკაშვილი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში იყოს

თუ სადმე გაუჭირდება ყოფნა, ეს მონასტერია – კობახიძე სააკაშვილის შინაპატიმრობის ინიციატივაზე

მისი თქმით, მისი ამოცანაა, საშუალება ჰქონდეს, იყოს თავისუფალი და გადაადგილდებოდეს საქართველოში, მოქალაქეებს გისოსებიდან და სასამართლოს შუშის მეორე მხრიდან კი არ უყურებდეს, არამედ ხელს ართმევდეს, მხარზე ხელს გადავხვევდეს, თვალებში უყურებდეს, პირადად უსმენდეს და ძალღონე არ დავიშუროს მათი ამ უბედური მდგომარეობის გადასალახად.

„მე ჩამოვედი იმიტომ, რომ მომენატრა ჩვენს ხალხთან ასეთი ურთიერთობა და იმედია, ჩვენს ხალხსა და ჩემს შორის გისოსებს ერთობლივი ძალით გავწევთ გვერდზე და ბადრაგები ვეღარ გაგვყოფენ მე და ჩვენს თანამოქალაქეებს.

ივანიშვილს კი მინდა ვუთხრა, უნდა მიიღოს ორი რეალობა – ერთი, რომ უკვე საქართველოში ვარ და მეორე, რომ დიდხანს გისოსებში ვერ გამაჩერებს და თუ მომკლავს, ეგ დაასრულებს. იფიქრე ამ სიტუაციის ცივილიზებულ, მშვიდობიან და ყველასათვის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადაწყვეტაზე.

მიხეილ სააკაშვილი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები