LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მადლობა გამოცდების გაუქმებისთვის” – ბახტაძე ბოლო ზარის პერანგზე

5393
61469517_302382634023199_8815963791482159104_n

21 მაისს საქართველოს თითქმის ყველა სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა და მეთორმეტე კლასელებმა სკოლა დაამთავრეს. მათ თეთრ პერანგებზე ტრადიციულად, სხვადასხვა სახის ნახატები, პორტრეტები იყო დატანილი. ერთ-ერთმა მოსწავლემ პერანგზე საქართველოს პრემიერის მამუკა ბახტაძის პორტრეტი დაიხატა წარწერით – მადლობა გამოცდების გაუქმებისთვის.

მე-12 კლასელებისთვის წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები აღარ ჩატარდა. მე-12 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდების წელსვე გაუქმების შესახებ 1-ელ თებერვალს ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, 2019 წელს გამოსაშვები გამოცდები მხოლოდ მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდა, ხოლო მე-12 კლასელებისთვის წელს გამოცდების შენარჩუნება იგეგმებოდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასელთათვისაც უნდა გაუქმებულიყო.

 

ზოგს არც განათლების მინისტრი დაავიწყდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო – ტორტზე დატანილი მიხეილ ბატიაშვილის პორტრეტით. რაც საკმაოდ სამართლიანია, რადგან გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილების მიღებისას, სწორედ ის იყო განათლების მინისტრი და სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილებაში მისი ხელიც ურევია.

სკოლებში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრების რეჟიმი აღარ იმოქმედებს და მათთვის სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდება.

 

ასევე ნახეთ ბოლო ზართან დაკავშირებით “ფორტუნას” სიუჟეტი: 12 წელიწადი ერთ სიტყვაში – ბოლო ზარი სკოლაში (ვიდეო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები