LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლიერების ტაში ექიმებს – ბექჰემებისა და კრეიგების ემოციური ვიდეო

186
rchwisecraigbckhm

COVID19-ის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმებისა და მედპერსონალის მიმართ მადლიერების ტაშს მსოფლიო ვარსკვლავები უერთდებიან. მათ შორის არიან დევიდ და ვიქტორია ბექჰემები შვილებთან ერთად.

მადლიერების ტაშის ვიდეო ვიქტორიამ თავად გადაიღო და „ინსტაგრამზე“ ატვირთა: „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ვუერთდებით ყველა ადამიანს და მადლობას ვუხდით ნაციონალური ჯანდაცვის ორგანიზაციას, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც ძალას არ იშურებენ კორონავირუსის დასამარცხებლად“ – ამბობს ვიქტორია.

ვიდეო თავად ვიქტორიამ გადაიღო და მასში მადლიერებას ექიმების მიმართ დევიდი, კრუზი, რომეო და ჰარპერ ბექჰემები გამოხატავენ.

ამ ფლეშმობს შეუერთდა კრეიგების ოჯახიც. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, მადლიერებას ექიმების მიმართ დენიელ კრეიგი და რეიჩელ ვაიზი გამოხატავენ. აქციას ასევე უერთდებიან კეტი პრაისი, ამანდა ჰოლდენი, სტეისი სოლომონი და სხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები