კარლ გუსტავ იუნგი არა მხოლოდ ფსიქიატრი და ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი, არამედ ბრწყინვალე მოაზროვნე და ფილოსოფოსია, რომელმაც პირველ რიგში საკუთარ თავზე მოსინჯა ყველა ის მეთოდი, რასაც სხვას ურჩევდა. სხვათაშორის,  სწორედ იუნგის შემოღებულია ტერმინები “ექსტრავერტი“, “ინტროვერტი” და “არქეტიპი”.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

დეპრესია შავში შემოსილ ქალს ჰგავს. თუ კარზე მოგიკაკუნა, არ გააგდო, ჩაიზე მიიწვიე, სავარძელში კომფორტულად მოათავსე და კარგად მოუსმინე, რას გეტყვის.

ის, რასაც მუდმივად ეწინააღმდეგები, სინამდვილეში სწორედ საკუთარი ბრძოლით აძლიერებ.

ყოველთვის ის გაღიზიანებს სხვაში, რისი აღიარებაც გიჭირს საკუთარ თავში.

ყველაზე მძიმე ტვირთი, რომელიც ბავშვს აწვება, მშობლების ვერნაცხოვრები ცხოვრებაა.

საკუთარი წყვდიადის შეცნობა დანარჩენების ბნელი მხარის ამოსაცნობის საუკეთესო საშუალებაა.

ნუ ეცდები დაიჭირო ის, ვინც მიდის, რადგან არასდროს მოვა ის, ვინც შენსკენ დაიძრა.

სანამ ქვეცნობიერს ცნობიერად არ აქცევ, მანამდე მისცემ შენი ცხოვრების მართვის  უფლებას, თვითონ კი, ბედისწერით გაიმართლებ თავს.

მხოლოდ მაშინ იქნება შენი მზერა კრისტალურად სუფთა, როცა საკუთარ გულში გაბედავ ჩახედვას, რადგან გარემოს ყოველთვის ბურანში ხედავ და მხოლოდ მაშინ ფხიზლდები, როცა საკუთარ თავში იხედები.

ადამიანი ყველაფერს, ნებისმიერ აბსურდულ მოქმედებას თანახმდება, ოღონდ თავი დააღწიოს საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენას.

ვინც საკუთარი გრძნობების განსაწმენდელს არ გაივლის, ვერასდროს შეძლებს საკუთარი თავის პოვნას.

“მაგიური” – მხოლოდ კორექტული სიტყვაა, რომელიც სინამდვილეში “ფსიქიკურს” ნიშნავს.

ყველაზე დიდი, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარება შეუძლებელია, ისინი უბრალოდ უნდა “მოინელო”.

ფიქრი რთულია, ამიტომ ადამიანების უმეტესობას სხვისი განსჯა ურჩევნია.

ადამიანი არა დღევანდელი დღით ცხოვრობს, არამედ მომავლის წყვდიადშია ჩაძირული.

ჯანსაღი ადამიანი არასდროს დაამცირებს სხვას. როგორც წესი, ის, ვინც ბავშვობაში წვალობდა, გაზრდილი თვითონ იქცევა მწვალებლად.

 

 

 

მსგავსი თემები