LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭახელას ეროვნული პარკის რეინჯერებმა შველი გადაარჩინეს

282
page 678

შველი, რომელიც მდინარეში ჩავარდა და ვეღარ ამოდიოდა, მაჭახელას ეროვნული პარკის რეინჯერებმა გადაარჩინეს. ეროვნული პარკის “ფეისბუქგვერდზე” წერია, რომ მდინარეში ჩავარდნილი შველი ადგილობრივმა მაცხოვრებელმა შეამჩნია და დასახმარებლად პარკის თანამშრომლებს მიმართა. 

გზააბნეული შველი სოფელ დუისში - რეინჯერებმა ბაწარას ნაკრძალში გაუშვეს (ვიდეო)

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში პოლიციის თანამშრომლებმა გზააბნეული შველი იპოვეს. მოგვიანებით, სამართალდამცავები  ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების რეინჯერებს დაუკავშირდნენ და საერთო ძალებით, ცხოველი ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალში გაუშვეს. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. https://www.facebook.com/protectedareas.ge/videos/1673597399373524/

როგორც ცნობილია, შველი ველურ ბუნებაში გაუშვეს. 

“მდინარეში ჩავარდნილი შველი ადგილობრივმა მცხოვრებმა იპოვა და დასახმარებლად რეინჯერებს მიმართა. შველის დათვალიერების შემდგომ მას არანაირი დაზიანება არ აღმოაჩნდა და შესაბამისად, მისი ბუნებაში გაშვების გადაწვეტილება მიიღეს“ , – ნათქვამია მაჭახელას ეროვნული პარკის ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები