LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭახელას ეროვნულ პარკში შველი გაუშვეს [ფოტო]

404
67385796-2381396678773176-2236170865781768192-n

მაჭახელას ეროვნულ პარკს კიდევ ერთი ახალი ბინადარი შეემატა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შველი გაუშვეს.

გზააბნეული შველი სოფელ თხილნარის ტერიტორიაზე ერთ-ერთმა მოქალაქემ შენიშნა და აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუკავშირდა.

ცნობისთვის, ბუნებაში შვლის დაბრუნების შემთხვევები ყოველწლიურად ხდება.

ტყის განაპირა სოფლებში შველი ხშირად მონადირე ძაღლებს გამოჰყავთ და გარემოსდამცველები ცხოველს მაჭახელას ან მტირალას ეროვნულ პარკში აბრუნებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები