ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი აქვეყნებს ავტობუსის მძღოლი გოგონას ფოტოებს და წერს, რომ ის ძალიან მოხდენილად მართავს ლურჯ ავტობუსს. მადონა დალაქიშვილი ამ საქმით ორი წელია, რაც დაკავებულია.

გთავაზობთ გოგას სტატუსსა და ფოტოებს:

„ისე მოხდენილად მართავს თბილისის დიდ ლურჯ ავტობუსს მადონა დალაქიშვილი, გეგონებათ, ბავშვობიდან საჭესთან ზისო.

მშვიდი და გაწონასწორებულია. იუმორიც კარგი აქვს.

სულ 2 წელია, რაც ავტობუსს მართავს და სიამოვნებს, რომ უამრავ ადამიანს ხვდება.

მადონა ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელიც დარწმუმებულია, რომ ქალს უამრავი პროფესიის ათვისება შეუძლია და მიიჩნევს, რომ ე.წ მამაკაცური სამსახური სტერეოტიპია.

წარმატებები ახალგაზრდა მძღოლს“.