LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოს-ანჯელესში 12 წელს ზემოთ მყოფი მოსწავლეების ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

75
1

ლოს-ანჯელესში, 12 წლისა და 12 წელს ზემოთ მყოფმა მოსწავლეებმა სკოლებში, გაკვეთილებზე დასწრება საკლასო ოთახებში რომ შეძლონ, კოვიდვაქცინა უნდა გაიკეთონ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში სიდიდით მეორე რაიონში გუშინ, ლოს-ანჯელესის სკოლების საბჭომ მიიღო.

ლოს-ანჯელესის ერთიანი სასკოლო ოლქის გამგეობამ გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა, საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა კი კენჭისყრაზე თავი შეიკავა.

შესაბამისად, ლოს-ანჯელესი ხდება აშშ-ის პირველი რეგიონი, რომელშიც სავალდებულო იქნება ამ ასაკობრივი კატეგორიის ვაქცინაცია, იმისათვის რომ მათ სკოლაში დასწრებული სწავლა შეძლონ.

გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა – ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯმა, შესაძლებელია, სამართლებრივი გამოწვევები შექმნას, მეორე მხარის არგუმენტი კი არის ის, რომ ამ გადაწყვეტილებას შეუძლია გზა გაუხსნას სხვა უბნებს – მიბაძონ ლოს-ანჯელესს.

“ეს არის მკაცრი გადაწყვეტილება. ეს ქმედება არ ეხება ვინმეს უფლებების დარღვევას, ეს ქმედება არის ჩვენი სამუშაოების შესრულება და მოსწავლეებისთვის რაც შეიძლება საუკეთესო და უსაფრთხო განათლების მიცემა;” – თქვა საბჭოს წევრმა მონიკა გარსიამ.

საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა ჯეკი გოლდბერგმა კი აღნიშნა, რომ ეს არის აუცილებლობა, რათა დაიცვან 12 წლამდე მოზარდები, რომელთა ვაქცინაციაც შეუძლებელია:

“მე ამას ვხედავ, როგორც საზოგადოების აუცილებლობას, რომ დავიცვა 12 წლამდე მოზარდები, რომელთა ვაქცინაციაც შეუძლებელია. ეს არის ჩვენი მორალური, ეთიკური, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ დავიცვათ ეს ბავშვები.” – აღნიშნა მან.

ახალი წესი 2022 წლის იანვარში ამოქმედდება.

?  12 წლისა და უფროსი ასაკის მოსწავლეებმა უნდა წარადგინონ საბუთი, რომ მათ ვაქცინის პირველი დოზა მიიღეს 21 ნოემბრამდე, ხოლო მეორე დოზა 19 დეკემბრამდე.

რაიონის დროებითი ზედამხედველის, მეგან რეილის განმარტებით, ის მხარს უჭერს ვაქცინაციის აუცილებლობას არსებული სამედიცინო მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც ადასტურებს ვაქცინების ეფექტიანობას.

იმ ფონზე კი, როცა მოზარდებში ვირუსის “დელტა” შტამის გავრცელება საგანგაშოა, ვაქცინაცია კოვიდ-19-სგან დაცვის ღონისძიებებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები