LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში “როლინგები”-ს დასახვედრად ხალხმა ღამე გაათენა (ფოტო)

316

6 აპრილს ლონდონის Saatchi Gallery-ში იხსნება გამოფენა სახელწოდებით Exhibitionism: The Rolling Stones. აქ წარმოდგენილი იქნება ლეგენდარული ჯგუფის სასცენო კოსტიუმები, საკონცერტო დეკორაციები, გიტარები და მუსიკოსების პირადი მიმოწერა. საგამოფენო სივრცის გახსნამდე 2 დღით ადრე კი, ლეგენდარული მუსიკოსები ერთად სპეციალურ ლანჩზე შეიკრიბნენ.

ლანჩი მუსიკოსებისთვის ჩელსიში გაიმართა, სადაც მათ დასახვედრად უამრავი გულშემატკივარი მივიდა. მეტიც, ფანები მთელი ღამის მანძილზე ელოდებოდნენ  საყვარელი მუსიკოსების გამოჩენას. Rolling Stones-ის წევრები, მიკ ჯაგერი, კიტ რიჩარდსი, რონი ვუდი და ჩარლი უოთსი ლანჩზე ერთად მივიდნენ. მათ შეუერთდა ჯგუფის ყოფილი წევრიც, ბილ ვიმანი, რომელმაც ბენდი 1993 წელს დატოვა. მუსიკოსები ლანჩზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ, მათ შორის იყო რონი ვუდის ორსული მეუღლე სალიც.

გამოფენა, რომელიც “როლინგები”-ს 500-ზე მეტ სუვენირს აერთიანებს, სექტემბრამდე უმასპინძლებს მსურველებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები