LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში გამართულ გამოფენაზე მადონა იატაკზე გაწვა (ფოტო)

145

მიუხედავად იმისა, რომ პოპის დედოფალი მალე 60 წლის იუბილეს აღნიშნავს,  ეპატაჟურობით ყველა ახალგაზრდა ვარსკვლავს ჩამოიტოვებს.

მომღერალი ცნობილი ფოტოგრაფების მერტ ალასისა და მარკუს პიგოტის პრესტიჟულ გამოფენაზე იმყოფებოდა, რომელიც ლონდონში გაიმართა. მომღერალმა გამოფენაზე მინი-სცენა გაითამაშა – საკუთარი პორტრეტის ქვეშ იატაკზე გაწვა და პოზირება დაიწყო.

მადონამ სამოსიც შესაბამისი შეარჩია. მას ჯინსის შარვალი, ტყავის ქურთუკი და შავი ქუდი ეხურა. ცოტა ხნის წინ კი მედიაში გაჩნდა ინფორმაცია მადონასა და მსახიობ იდრის ელბას შესაძლო რომანზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები