LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონის პრესტიჟულ უბანში ქართული ღვინის ბარი გაიხსნა

1224
72219494-2447790752003607-6636487091008045056-n

ქ. ლონდონში, ქართველი ბიზნესმენების ძალისხმევით გაიხსნა ქართული ღვინის ბარი – Merton Café & Wine Bar. ღვინის ბარში წარმოდგენილია არაერთი მაღალი ხარისხის ქართული ღვინო და ქართული სამზარეულოს სხვადასხვა ელემენტები.

ქართული ღვინის ბარი მდებარეობს ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში – უიმბლდონში, მისამართზე: 140 Merton High Street, SW19 IBA.

ქართული ღვინის ბარის გახსნას, დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილი, ასევე საელჩოს სხვა წარმომადგენლები.

როგორც ბერუჩაშვილმა აღნიშნა, ხსენებული ღვინის ბარის გახსნა სიმბოლურად განასახიერებს კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია ბრიტანული ბაზრის ათვისებისკენ და სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები