LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლომჯარია პანსიონში მეუფე იაკობთან ერთად ჩავა: “უკვე აღარც არის დაძაბული სიტუაცია, თქვენ თუ არ დაგვიძაბავთ…”

115
lomjaria iakobi

მომდევნო კვირაში სახალხო დამცველი და მეუფე იაკობი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ერთობლივად ჩავლენ. ამ გადაწყვეტილების შესახებ ნინო ლომჯარიამ და ბოდბელმა ეპისკოპოსმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრეს.

მათი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სოციალური მუშაკები პანსიონში დარჩენილი ბავშვების საჭიროებებს შეაფასებენ და ყველაფერი მათი ინტერესების გათვალისწინებით მოხდება.

“აქ მტუან-მართალზე არ არის საუბარი. თქვენ, გთხოვთ, ჟურნალისტებს მოგვცეთ სასუალება, იქ ალყა რომ გაქვთ დარტყმული, დიდი სტრესია ბავშვებისთვის, ვერ გამოდიან.

ჩვენ გულითადი საუბარი გვქონდა. ჩვენ ვცდილობთ, ბავშვების საუკეთესო ინტერესი გავითვალისწინოთ და დროზე დავამთავროთ დაძაბული სიტუაცია. უკვე აღარც არის დაძაბული სიტუაცია, თქვენ თუ აღარ დაგვიძაბავთ, ძალიან სწრაფად შევლენ…”- მიმართა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს.

თავის მხრივ, ლომჯარიამ აღნიშნა, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა. 

“ძალიან პოზიტიურად იყო მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ. შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროების შეფასებას და შესაბამისად, როგორც ბავშვების საუკეთესო ინტერესებისთვის არის საჭირო ისე განვითარდება მოვლენები.

რაც შეეხება ჩვენს ერთობლივ გეგმებს, ვაპირებთ, რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში”,-თქვა ნინო ლომჯარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები