LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოლამ გიორგი წერეთელი ვერ დაივიწყა: „მჯერა, რომ ჩემს ქმარს ვუყვარვარ და მეც მიყვარს…“

15688
67499118-2351142995173815-4211306207861800960-n

შოუბიზნესური წყვილი, გიორგი წერეთელი და ლოლა ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა როგორც ლოლა ამბობს, მის გულში დღემდე ერთი ადამიანია და ეს ადამიანი მისი ყოფილი მეუღლეა. ინტერვიუ ამ თემაზე და შემოქმედებით სიახლეებზე ლოლა წერეთელმა ჟურნალ „სარკეს“ მისცა.

„ცხოვრება ყოველთვის გრძელდება, მაგრამ მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, მარტოხელა ქალის სტატუსში კარგი არაფერია. მჯერა და ვგრძნობ, რომ ჩემს ქმარს ვუყვარვარ და მეც მიყვარს. მე ვარ მარტოხელა ქალის სტატუსით და ჩემი ქმარი როგორ არის, არ ვიცი“, აღნიშნავს მომღერალი.

მისივე თქმით, მის შემოქმედებაში სიახლეა ის, რომ აჩი ფურცელაძესთან ერთად დუეტი ჩაწერა, მასთან ერთად ალბომზე მუშაობას გეგმავს და აგვისტოში ორი ერთობლივი კონცერტი ისრაელში ექნებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები