LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლოკდაუნის მოხსნა ვაქცინაციის გარეშე მესამე ტალღას გარდაუვალს ქმნის!” – ექიმი თამარ ჟამურაშვილი

415
befunky-collage-3-2020-10-10-09-06-41-340781

ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი, რომელიც ბერლინში შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციურ განყოფილებაში მუშაობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ შეზღუდვების, ე.წ “ლოკდაუნის” მოხსნა ვაქცინაციის გარეშე კორონავირუსის მესამე ტალღას გარდაუვალს ხდის.

ექიმი ასევე აღნიშნავს, რომ წლევანდელი გაზაფხული შარშანდელთან არ უნდა გავაიგივოთ.

1-2 კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას, ამის შემდეგ გადაწყდება შეზღუდვების შემსუბუქება: ამირან გამყრელიძე

“ლოკდაუნის მოხსნა ვაქცინაციის გარეშე მესამე ტალღას გარდაუვალს ქმნის!
გერმანელი ინტენსიური მედიცინის ექიმები შიშობენ, რომ მარტის დასაწყისში ლოკდაუნის გაუქმება აპრილის ბოლოს მძიმე, მესამე ტალღას მოგვიტანს. აცრები დაწყებულია, მაგრამ ჯერჯერობით იმდენი აცრილი არ გვყავს, რომ ამან ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს. გერმანელი ექიმების აზრით ლოკდაუნის 3 კვირით გახანგრძლივება მესამე ტალღას აგვარიდებს.
ჩემი პირადი აზრით გერმანია მესამე ტალღასაც გაუმკლავდება. დროა ეკონიმიკას მიხედონ და აცრები დააჩქარონ.
ბრიტანული შტამი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება გერმანიაში ძველთან შედარებით (იხ. სურათზე). თბილისში დაფიქსირებულია უკვე ეს შტამი. მინიმუმ ორ ადამიანს აღმოაჩნდა (რაც მე ვიცი) და ორივეს სამი თვის წინ COVID-19 გადატანილი ჰქონდა. მხოლოდ ერთის სექვენცირებაა დღემდე გაკეთებული, ისიც ხანგრძლივი დისკუსიისა და „როგორ დავიჯეროთ, რომ განმეორებითი ინფექციააო“, „ალბათ ლაბორატორიის შეცდომააო“ ძახილის შემდეგ. სხვა პროფესიის წარმომადგენლებს აქვთ ასეთი მარჩიელობის უფლება, პასუხისმგებელ ექიმებს კი სულ ცოტა სხვა რეაქცია შეეფერებათ. ან რა არის ამაში დაუჯერებელი?!
ლოკდაუნის შესუსტება ერთადერთი მიზეზით ხდება გერმანიაში და ამ მიზეზს ვაქციანაცია ჰქვია. ნუ გავაიგივებთ წლევანდელ გაზაფხულს შარშანდელთან, როცა ძალიან დაბალი გავრცელება გვქონდა და ვერც გადაგვეწყვიტა პიკი დაგვერქმია, ტეხილი თუ პლატო…
სანამ სექტემბერი არ დადგა ეს, რა თქმა უნდა ვერ გავათვიცნობიერეთ.

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინამდე, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა: ამირან გამყრელიძე

ვაქცინის ქვეყანაში შემოტანა მეტი არაფერია თუ არა პოლიტიკური გარიგება და ქვეყნის სწორი სტრატეგია. შემოდგომაზე თურმე ერთ-ერთი პირველთაგანი ვიქნებოდით, ვინც ვაქცინას მიიღებდა. დეკემბერში, თურმე ჯერ დიდი სახელმწიფოები მიიღებდნენ ვაქცინას და რაც „გადარჩებოდა“ იმას საქართველოს მისცემდნენ და დღეს… დღეს თურმე უარესი სიღატაკე გვაქვს სანატრელი…
თუმცა რატომ ვწვრილმანდები ასე? რატომ ვერ ვკმაყოფილდებით იმით, რომ პანდემია ევროპულ ქვეყნებზე უკეთესად ვმართეთ?! რომ ბატონი ფაუჩი well done-ო იწერებოდა?!
ჩემი, როგორც არაპოლიტიკოსის და ერთი ჩვეულებრივი ექიმის მოკრძალებული აზრით პანდემიის მართვა ცოტა სხვა რამ არის, ვიდრე რაც გაფუჭდება იმის ექიმებზე გადაბრალება და რაც გაკეთდება იმით თავის მოწონება და თვითკმაყოფილებით გათანგვა.
საქართველოში ღვთის წყალობით არ ყოფილა იმდენი მძიმე შემთხვევა და იმედი მაქვს წელსაც უფალი დაგვიცავს!
პირბადე და დისტანცია რჩება ერთადერთი საშველი‼

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები