LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისის ტბაზე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

556
vefxvaze-gocha

41 წლის გოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მძიმე დაზიანებებით რეგიონალურ ჰოსპიტალში ის 6 ოქტომბერს მოათავსეს. ექიმები ერთი კვირის განმავლობაში ცდილობდნენ ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენას, თუმცა ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

ლისის ტბაზე დაჭრილი მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა, მდგომარეობა მძიმეა

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება რამდენიმე პირს შორის გახოკიძის ქუჩაზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც ეზოში ლუდის დასალევად შეკრებილ 6 მამაკაცს გოჩა ვეფხვაძე მეგობართან ერთად შეუერთდა. კონფლიქტი ლისის ტბაზე გაგრძელდა, სადაც ის სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. გულმკერდის და ფეხის არეში მძიმედ დაჭრილი მამაკაცი ქუჩაში დატოვეს და ადგილიდან მიიმალნენ.

მამაკაცი დაჭრეს და მანქანიდან გადმოაგდეს

დაუდასტურებელი ცნობით, ის ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს.

მომხდარის სავარაუდო მოტივი ანგარიშსწორებაა. ახლობლების ინფორმაციით, ვეფხვაძეს წარსულში გარკვეულ პირებთან დაპირისპირება ჰქონდა, რის შემდეგაც ქვეყნა დატოვა.

შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და მიმდინარეობს გამოძიება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები