LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლინას ლინკევიჩუსი დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

20180724172037-7970-1536683908-1024x621

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი, საქართველოს მოსახლეობას, თბილისში, დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების გამო  უსამძიმრებს.

სოციალურ ქსელ Twitter-ზე ლინკევიჩუსი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა რვა. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა უკვე დატოვა ორმა მოზრდილმაც. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები