მსოფლიოს ერთ-ერთი კომპეტენტური ასტროლოგი დები ფრენკი პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქალიშვილის დაბადებიდან რამდენიმე საათში, პატარა ლილიბეთის პირველ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს. ცნობილი ასტროლოგი პრინცესა დააინასთან 1989 წლიდან მეგობრობდა.

ქალიშვილის დაბადებიდან მეორე დღეს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დეკრეტში გადიან

ჰარისა და მეგანს მეორე შვილი შეეძინათ, წყვილმა შვილს ლილიბეტ, “ლილი” დიანა დაარქვა

დები ფრენკი, პატარა ლილიბეთის დაბადების დროის გათვალისწინებით, ამბობს, რომ გოგონა სავარაუდოდ იქნება ძალიან ღია და საზოგადოებისთვის გახსნილი, მისი თქმით, ლილიბეთის შესახებ მედია ხშირად დაწერს და ისაუბრებს. დების თქმით, ლილიბეთს ლომი აღმავალ ნიშანში აქვს, რაც მის სიძლიერეზე მეტყველებს. ეს გახლავთ ყველაზე კაშკაშა ნიშნის ქვეშ დაბადებული ნიშანი, რომელიც ბევრს იტყვის საკუთარი თავის შესახებ. ასტროლოგის მტკიცებით, ის ბევრად პოპულარული იქნება, ვიდრე მისი უფროსი ძმა არჩი.

მსგავსი თემები