LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიდერიც, ხერხემალიც და ჭკუაც ყველა მსჯავრდებულია.. ახალი ლიდერის გამოკვეთაც ვერ შეძლო – წულუკიანი ენმ-ზე

100
წულუკიან

საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ძველ სახეებზე თუ გააკეთებს აქცენტს, რაიმე ტიპის წინვლას ვერ შეძლებს.

შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 22 ნოემბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის წესი უნდა მოამზადოს

მისივე თქმით, არსებული კრიზისის პირობებში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი ლიდერის გამოკვეთაც ვერ მოახერხა. თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კრიზისს ვერ გადალახავს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ აღარ არსებობს ის, რასაც თავად უწოდებდნენ წლების მანძილზე – ხერხემალი, ვგულისხმობ ვანო მერაბიშვილს, რადგან ვანო მერაბიშვილი რაც საპატიმროდან გამოვიდა, მათი მოლოდინების მიუხედავად, ყველა ვხედავთ, რომ მისი პოლიტიკური რესურსი არის ნული, ან კიდევ ნაკლები.

ასევე, აღარ არსებობს ლიდერი, რომელიც არის არაერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დამნაშავედ ცნობილი და იხდის სასჯელს. ვგულისხმობ ყოფილ პრეზიდენტს და რაც შეეხება ჭკუას, არის საზღვარგარეთ, ვგულისხმობ ადეიშვილს.

ამიტომ მათ არ ემუქრებათ რაიმე ტიპის წინსვლა, წარმატება, თუ ისევ ძველ სახეებზე გააკეთებენ აქცენტს. ლიდერიც, ხერხემალიც და ჭკუაც ყველა არის მსჯავრდებული, ამიტომ ისინი არ გამოდგებიან.

ახალი ლიდერი ვერ გამოკვეთეს, ესეც პრობლემაა ხოლმე პოლიტიკური გაერთიანებისთვის და შეიძლება, კრიზისი ყველა პარტიას დაუდგეს, მაგრამ რაღაცა მომენტის შემდეგ, შიდა მუშაობის, ანალიზის, გადაფასების, თუ შეფასების შედეგად გამოკვეთენ ხოლმე ლიდერს. მათ ესეც ვერ შეძლეს და რეალურად ალბათ ეს არ არის ის კრიზისი, რომლის გადალახვასაც შეძლებენ.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვესწრებით ამ პოლიტიკური ძალის საბოლოო დასასრულს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები