LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიდერი ქალები აშშ-ის პრეზიდენტთან – შეხვედრას საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტიც დაესწრო [ვიდეო]

nino zambakhidze

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 7 თებერვალს თეთრ სახლში ხელი მოაწერა ქალთა გლობალური განვითარებისა და წარმატების ინიციატივას. ინიციატივის საწყისი ფონდი 50 მილიონი აშშ დოლარია.

 

ხელმოწერას პროექტის ავტორთან, პრეზიდენტის მრჩეველ ივანკა ტრამპთან, აშშ-ის სახელმწიფო, ვაჭრობის, ხაზინის მდივნებთან და რამდენიმე ქვეყნის წარმატებულ ქალთან ერთად, ესწრებოდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნინო ზამბახიძე. მან პრეზიდენტ ტრამპსა და დამსწრე საზოგადოებას უამბო, თუ როგორ შეცვალა აშშ-ის მთავრობის გრანტმა მისი ცხოვრება.

ნინო ზამბახიძემ ასევე, მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

პოპულალურები