LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლიბერთიმ” პენსიონერებისთვის კომპიუტერით სარგებლობის შემსწავლელი კურსები დაიწყო

36063380_2535367093156170_6952739315562577920_n

„ლიბერთის” ინიციატივით ნოემბრიდან, პენსიონერებისთვის კომპიუტერით და ინტერნეტით სარგებლობის შემსწავლელი ერთთვიანი უფასო კურსები დაიწყო. პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია და 400-მდე პენსიონერი დარეგისტრირდა.

„ლიბერთიმ” დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში 62 პენსიონერს კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დიპლომი გადასცა.

სწავლება რამდენიმე ჯგუფად „ლიბერთის” მიერ სპეციალურად შექმნილ დარბაზში – Liberty Digital Hall მიმდინარეობდა, სადაც პენსიონერებმა კომპიუტერის ზოგადი შესაძლებლობები, ინტერნეტის, ელფოსტის, სოციალური ქსელებისა და სმარტფონების ფუნქციების გამოყენება სრულიად უფასოდ შეისწავლეს. პროგრამა ხელს უწყობს უფროს თაობას მარტივად ინტეგრირდნენ თანამედროვე ცხოვრებაში.

„ლიბერთი ბანკი” გააგრძელებს ამ პროგრამას მომავალი წლის განმავლობაში, პირველ რიგში რომ დააკმაყოფილოს უკვე დარეგისტრირებული ყველა პენსიონერი.

,,ვფიქრობ ეს დღე არის დასტური იმისა,რაც ამ პროექტის დასაწყისშივე ვიგულისხმეთ – დღეს ჩვენ საუკეთესო და ყველაზე ახალგაზრდა დიპლომირებული პენსიორები გვყავს. პროექტმა გაამართლა, იქცა ხიდად თაობებს შორის და აუცილებელ გაგრძელებებსაც გულისხმობს,“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ.

,,მოხარული ვართ, რომ გაამართლა სპეციალურად ჩვენი მომხმარებლისთვის შემუშავებულმა საგანმანათლებლო ერთგვარმა ექსპერიმენტმა. პენსიონერების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურება და დიდი ინტერესი ჩვენთვის სტიმულია, რომ მომავალში მსგავსი პროექტები კიდევ უფრო მასშტაბურად განვახორციელოთ. ასევე, დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას მხარდაჭერისთვის,“ – განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები