LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან კობიაშვილი: „ვფიქრობ, ჩვენი გემო მსოფლიომ უნდა გაიგოს, რადგან შესანიშნავი სამზარეულო გვაქვს და ყველას გემოს ჯობია!..“

402
levankobiashvili2010

ქართველ მზარეულთა გუნდი მსოფლიოში აღიარებულ კულინარიულ კონკურსზე ბოკუზ დ’ორი წარდგა, რომელიც შესანიშნავმა მზარეულმა, პოლ ბოკუზმა დააარსა. პირველ ჯერზე, სამწუხაროდ, ევროპის მასშტაბით, მონაწილეთა შორის მხოლოდ მე-16 ადგილზე გავედით. როგორც ლევან კობიაშვილი აღნიშნავს, ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, რომ პირველი გამოსვლისთვის ქართული გუნდი საკმაოდ კარგად წარდგა, თუმცა ამ კონკურსისთვის მოსამზადებლად მწირი დაფინანსება ჰქონდათ. როგორც ლევან კობიაშვილი ჟურნალ „გზასთან“ საუბრისას ჰყვება, სხვა ქვეყნების გუნდებს ტრენერები ჰყავთ და ზოგიერთი 4-5 მილიონსაც კი ხარჯავს ამ კონკურსზე შთამბეჭდავად წარდგენისთვის.

„ქვეყნების უმეტესობას იქ ტრენერი ჰყავს და ამაში დიდ ფულს ხარჯავენ. მაგალითად, რუსებს ფრანგი ტრენერი ჰყავდათ მიწვეული, ოთხი წელია, წვალობენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდნენ და ვერ მოახერხეს. ასევე, სხვა ქვეყნებიც. დანიელები კონკურსისთვის მოსამზადებლად 4-5 მილიონს ხარჯავენ, წინა შეჯიბრება მოიგეს, ახლა კი მეორე ადგილზე გავიდნენ. მენტორები და ტრენერები ჰყავდა ესტონეთის გუნდს და თითქმის ყველას, ჩვენ გარდა. ჩვენ არც ტრენერი გვყავდა, არც ფული გვქონდა და რაც შევძელით, გავაკეთეთ.

ვფიქრობ, ჩვენი გემო მსოფლიომ უნდა გაიგოს, რადგან შესანიშნავი სამზარეულო გვაქვს და ყველას გემოს ჯობია! მე ასე მიმაჩნია, ასე მჯერა და მერწმუნეთ, ასეცაა!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები