LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ჯიბღაშვილი გაათავისუფლეს

1290
levani

ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. პროკურატურამ ჯიბღაშვილისთვის 15 ათასი ლარის გირაო მოითხოვა, სასამართლომ კი მას 10-ათასიანი შეუფარდა.

„მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის, წარმოუდგენლად რთული ორი დღე გავიარე. ბოდიში ჩემს ოჯახსა და საზოგადოებას. მადლობა ჟურნალისტებს ობიექტურობისთვის”, – განაცხადა ჯიბღაშვილმა.

ამასთან, როგორც სხდომაზე პროკურორმა აღნიშნა, ლევან ჯიბღაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობის ერთ-ერთი მოტივი ის არის, რომ დაკავებული ბრალს აღიარებს.

შეგახსენებთ, ის ნარკოდანაშაულის ბრალდებით გუშინ დააკავეს. ჯიბღაშვილს ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები