LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლესბოსელი ქალი რომ შევარდნილიყო ბანკში და ეთქვა, რომ სახლიდან გამოაგდეს, ვინ დაუდგებოდა მას მორალურად გვერდში?” – ბაია პატარაია

266
BeFunky-collage

უფლებადამცველი ბაია პატარაია წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმას და დაკავებულ ლევან ზურაბაშვილთან დაკავშირებულ შეფასებებს ეხმაურება სოციალურ ქსელში.

ლევან ზურაბაშვილის დედისთვის ფულს ვაგროვებთ: “თუ ერთმანეთის გვერდში დგომა არ ვისწავლეთ საზოგადოებად როგორ ვიწოდებით?”

“ლესბოსელი ქალი რომ შევარდნილიყო ბანკში სათამაშო ყუმბარით და ეთქვა, რომ სახლიდან გამოაგდეს, სამსახურში არ აჰყავთ, ქუჩაში სცემენ და აგინებენ, და ასეთია უამრავი ლგბტ ადამიანის ბედი და მოეთხოვა სახელმწიფოსაგან ჰომოფობიასთან ბრძოლა, ვინ დაუდგებოდა მას გვერდში მორალურად?

თქვენ თავს ჰკითხეთ, მე არ გთხოვთ საჯარო პასუხებს.”- წერს ბაია პატარაია.

“გთხოვთ, მაპატიეთ, 73 წლის ვარ, უამრავი თაობა გამიზრდია და აპატიეთ ლევანისაც, ბოროტებით არ გაუკეთებია” – დაკავებულის დედა საზოგადოებას ბოდიშს უხდის