LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლექსო ლაშქარავას საქმეზე შესაძლოა, სამედიცინო კომისია შეიქმნას – ალექსანდრე გეჯაძე

132
eqspertiiii

ლექსო ლაშქარავას საქმეზე შესაძლოა, სამედიცინო კომისია შეიქმნას.

ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ექსპერტიზა მიმდინარეობს, შედეგები კი მისი ვარაუდით, თვე-ნახევარში გახდება ცნობილი.

„ჯერ, ბუნებრივია, საბოლოო შეფასებას ვერ გავაკეთებ, გადასაწყვეტია სიკვდილის მიზეზი.

გადასაწყვეტია სიკვდილის მიზეზი არის თუ არა მიზეზშედეგობრივ კონტაქტში მიღებულ ტრავმასთან.

ტრავმა თვალ-ბუდის არეში, ანუ სახის ძვლების მოტეხილობას ვგულისხმობ, ვერ გამოიწვევდა სიკვდილს.

ქალას გამოკვლევით, თავის ტვინში რაიმე ცვლილება, რომელიც მოგვცემდა საშუალებას რომ ცალსახად გვესაუბრა სიკვდილის მიზეზზე, ამის მონაცემები არ იყო.

ახლა ჩვენ ხელთ გვაქვს ავადმყოფობის ისტორია, სადაც ტრავმა დაფიქსირებულია, სისხლჩაქცევით იმ ლოკაციაზე რაც გითხარით, შეშუპებით, რბილი ქსოვილების სისხლჩაქცევით.

ფაქტობრივად, რომ ჩაიქცევა სისხლი ეს უცხო სხეულს წარმოადგენს ორგანიზმისთვის, ის ან უნდა გაიწოვოს, ან უნდა დაჩირქდეს.

ამიტომ არის რომ საავადმყოფოდან რომ გაწერეს პიროვნება, დაუნიშნეს ამბულატორიულად ინტენსიური მკურნალობა, ანუ ანტიბიოტიკოთერაპია სახლის პირობებში, რომ გართულებების აცილება მაქსიმალურად ყოფილიყო შესაძლებელი.

ჩვენ ავიღეთ თავის ტვინის, შინაგანი ორგანოების სხვადასხვა ნაჭრები მიკროსკოპულ გამოკვლევაზე, რათა მივიღოთ პასუხი იყო თუ არა იქ რაიმე პოსტტრავმული გართულების მოვლენები.

ამავდროულად, მეორე მიმართულება გახლავთ ის რაც გამოქვეყნდა შსს-ს მიერ, რომ აღმოჩნდა 5 ნივთიერება.

ეს 5 პრეპარატი იზოლირებულად აღებული გამოიწვევდა თუ არა სიკვდილს ამაზე ბუნებრივია ჯერ ვერ ვიმსჯელებთ, საჭიროა გაირკვეს ამ პრეპარატების კონცენტრაცია, ურთიერთდამოკიდებულების რეჟიმში ერთმანეთზე როგორ მოქმედებენ, აძლიერებენ თუ არ აძლიერებენ იმ ფონს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდეს და ამან გამოიწვიოს დამბლა და შესაბამისად სიკვდილი.

გასარკვევია რამდენ ხანს გრძელდება ამ ნივთიერებების არსებობა, ტოქსიკური ეფექტის თვალსაზრისით, ორგანიზმში ხანდაზმულობის მიხედვით, ბევრი საკითხია…

ჯერ უნდა დაველოდოთ ლაბორატორიული კვლევის შედეგებს, სისხლში იყო თუ არა ალკოჰოლი ჯერ ესეც არ ვიცით, ასევე უნდა დაველოდოთ შინაგანი ორგანოების მიკროსკოპული კვლევის შედეგებს.

მაღალი ალბათობით, ალბათ მივმართავ გამოძიებას, რომ ჩაერთონ ამ ექსპერტიზაში მაღალკვალიფიციური, ვიწრო პროფილის სპეციალისტები.

ერთი მხრივ ნარკოლოგი, კლინიკური ტოქსიკოლოგი და მერე მხრივ, ნევროლოგი, ინფექციონისტი, შესაძლოა ყბა-სახის ქირურგი და ა.შ.

ამის მერე დავსხდებით ერთად, გავივლით, გავაანალიზებთ და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას-რა გახდა სიკვდილის მიზეზი და როგორი მიზეზშედეგობრივი კავშირია მიღებულ ტრავმასთან დამდგარი შედეგის.

ეს პროცედურა თუ დაიწყო შეიძლება თვე-ნახევარიც გაგრძელდეს ექსპერტიზა, თუ მეტი არა.

სპეციალისტების გამოყოფას, მენეჯმენტს, სჭირდება გარკვეული დრო, მოგეხსენებათ, რომ ზოგი სპეციალისტი შეიძლება იყოს კვალიფიციური, მაგრამ არ ჰქონდეს სურვილი ამ ექსპერტიზაში მონაწილეობის, მაღალი რეზონანსის გათვალისწინებით.

ჩვენ გვჭირდება გამოცდილი სპეციალისტები, რათა ყველა კითხვის ნიშანს გაეცეს პასუხი.“-განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები